14:01 19-02-2015
წითელი ვის უჩვენე, ბიჭო! - გაცოფებული ცხინვალელი ფეხბურთელი მსაჯს "მოსაკლავად" დასდევს [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრა ნაადრევად, მას შემდეგ დასრულდა, რაც მსაჯის მიერ გაძევებული ყაზახთა ოსი ლეგიონერის, მიხაილ ბაკაევის დაშოშმინება შეუძლებელი გახდა.
მატჩის 36-ე წუთზე, ცხინვალელი ბაკაევი მორიგი სათამაშო ეპიზოდის შემდეგ, ჯერ მეტოქე გუნდის მოთამაშეებს წაეკიდა, მას შემდეგ კი, რაც მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა, ამ უკანასკნელს გადაემტერა... არბიტრს რომ ვერ მისწვდა, შემდეგ მის თანაშემწეებს დაერია.
ცხელსისხლიანი კავკასიელის დაშოშმინებას მისივე თანაგუნდელები ამაოდ ცდილობდნენ. ერთი ხანობა, ბაკაევი მოედანსაც ამაოდ გაარიდეს. დრო იხელთა თუ არა, ისევ იბრუნა პირი მთავარი მსაჯისკენ და დაედევნა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ამხანაგური ყოფილა გვიან შევხედე მაგრამ მაინც არ აქ მნიშვნელობა აუცილებლად უნდა დასაჯონ
0
0
როგორ ამართლებთ ამას ხალხნო ამას მინიმუმ 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა ეკუთვნის!!!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული