გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ... - ცხადაძის კომენტარი "შკენდერბეუსთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ალმათის "ქაირათის" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ "შკენდერბეუსთან" (0:2) ევროპის ლიგის მეორე საკავლიფიკაცო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მეტოქემ დამსახურებულად მოიგო და შემდეგ ეტპაზე გვიადა. ვულოცავთ მათ. გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ "შკენდერბეუმ" ჩვენზე უკეთ ითამაშა. დღეს ბევრი რამე არ გამოგვივიდა, განსაკუთრებით შეტევაში თამაში", - მოჰყავს ცხადაძის სიტყვები კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს.

აღსანიშნავია, რომ საპასუხო მატჩამდე გამოცემა Vesti.kz წერდა, რომ თუ "ქაირათი" ევროპის ლიგას გამოეთიშებოდა კახა ცახადაძის გაშვების საკითხი დადგებოდა. გამოცემა წყაროდ კლუბთან დაახლოებულ პირს ასახელებდა.

- ლეგიონი ევროპის ლიგაზე: აქაც კრახი!
მკითხველის კომენტარები / 6 /
ქაირატს რომ ბიუჯეტი აქვს ამხელა ბიუჯეტი რომელიმე ქართულ კლუბს რომ ჰქონდეს ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში თამაშს მოვთხოვდით.
gode
16:30 21-07-2017
0
დიდი ხანია ვამბობ ეს არის ამ კაცის მაქსიმუმი. უშედეგო შემტევი ფეხბურთი.ქეცბაიასთან ამის შედარება არ შეიძლება.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული