აი ახლა კი, აქამდე უპრეცედენტო შემთხვევა ფიქსირდება, ინგლისის უმაღლეს ლიგაში არც ერთი შოტლანდიელი აღარ არის. ბირმინგემის "ასტონ ვილადან" გაშვებული პოლ ლამბერტი უკანასკნელი მოჰიკანი გახლდათ... შოტლანდიას ისეთი მწვრთნელები ჰყავდა, როგორებიც სერ მეტ ბასბი, ბილ შენკლი, ჯონ სტეინი და სერ ალექს ფერგიუსონი იყვნენ, მეტი რომ აღარ გავაგრძელოთ.
ბრწყინვალე შვიდეული
2011 წლის აგვისტოში პრემიერლიგაში 7 შოტლანდიელი მწვრთნელი მუშაობდა - სერ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედში", ამ სერ ალექსი
ყველაზე ტიტულიანი შოტლანდიელი მწვრთნელი რომ ფერგიუსონია ეს ალბათ კარგად მოგეხსენებათ. თუმცა მაინც დავაკონკრეტოთ, რომ რომ მან 810 მატჩიდან 528 მოიგო და საშუალოდ მატჩში მისი გუნდის გოლების მაჩვენებელი - 2,01-ია. მან "მაჩესტერ იუნაიტედს" 13-ჯერ მოუპოვა ჩემპიონობა და "წითელი ეშმაკები" ინგლისის მასშტაბით ყველაზე ტიტულოვან გუნდად აქცია. პრემიერლიგა სერ ალექსისთვის შექმნეს ან სერ ალექსმა შექმნა პრემიერლიგა.100-იანთა კლუბი
ფერგიუსონთან ყველაზე ახლოს ჩატარებული მატჩების მხრივ "მანჩესტერში" მისი შემცვლელი დევიდ მოიესია, რომელმაც "ევერტონს" 427-ჯერ გაუძღვა პრემიერლიგაში, ხოლო მანჩესტერელები 34-ჯერ გაწვრთნა. 271 მატჩი აქვს გორდონ სტრაჩანს ("ქოვენთრი", "საუთჰემპტონი"). 143 უოლტერ სმიტს ("ევერტონი"), 280-ს დავუთვლით უკვე ნახსენებ სუნესს, "ბირმინგემის" 100 მატჩს, ქალაქის მეორე კლუბში ალექს მაკლიშმა 38-იც დაამატა. ჯორჯ გრემი 287 შეხვედრით ("არსენალი", "ლიდსი", "ტოტენჰემი"), მხოლოდ ფერგიუსონსა და მოიესს ჩამორჩება. 238 აქვს დალგლიშს, 116 ოუენ კოილს.
ჩვენ ანტიგმირ პოლ ლამბერტს ჯამში 139 თამაში გამოსდის. ერთიც, თითქმის 100 მატჩი დაუგროვდა "იფსვიჩ თაუნის" ექსმესაჭეს ჯორჯ ბარლის, მას სულ ცოტა, 2 შეხვედრა დააკლდა.
5+3
შეგვიძლია ჩამოვთვალოთ 5 ინგლისური კლუბი, რომლებსაც სამი შოტლანდიელი მწვრთნელი ჰყოლია პრემიერლიგაში - "ასტონ ვილა" (ალექს მაკლიში, კევინ მაკდონალდი, პოლ ლამბერტი), "ბლექბერნი" (კენი დალგლიში, გრემ სუნესი, სტივ კინი), "ნიუკასლი" (კენი დალგლიში, სტივ კლარკი, გრემ სუნესი), "საუთჰემპტონი" (გრემ სუნესი, გორდონ სტრაჩანი, პოლ სტაროკი) და "ვესტ ბრომვიჩი" (ფრენკ ბაროუსი, სტივ კლარკი და ალან ირვინი).1+4
თუ რამდენიმე გუნდი ჩამოვთვალეთ, რომებსაც სამ შტოლანდიელ სპეციალისტთან მუშაობის გამოცდილება ჰქონია. ვახსენოთ, ერთი ედინბურგელიც, ვისაც ერთბაშად 4 პრემიერლიგურ გუნდთან უმუშავია - გრემ სუნესი. 61 წლის ქარიზმატული სპეციალისტი "ლივერპულს", "საუთჰემპტონს", "ბლექბერნსა" და "ნიუკასლს" თავკაცობდა, მაგრამ ჩემპიონის ტიტული არ მოუპოვებია. მან პრემიერლიგის დაწყებამდე ერთი სეზონით ადრე, მერსისაიდელებს ასოციაციის თასი მოაგებინა, ხოლო 2002 წელს "ბლექბერნს" ლიგის თასზე მოაპოვებინა გამარჯვება.
31
სულ პრემიერლიგაში 31 შოტლანდიელს უმუშავია და აქედან 4 მხოლოდ თითო მატჩით იყო ამა თუ იმ გუნდის სათავეში. თუმცა მხოლოდ ერთია ისეთი, ვინც ორჯერ გახლდათ ერთადერათი შეხვედრით ორი სხვადასხვა გუნდის დამრიგებელი. ერიკ ბლეკმა "ბირმინგემსა" და "სანდერლენდს" თითო თამაშით უხელმძღვანელა დროებითი მწვრთნელის რანგში. საინტერესოა, რომ მას ორივე შემთხვევაში სტივ ბრიუსის ჩანაცვლება მოუხდა და მისდა სამწუხაროდ, ორივე წააგო.
P.S. ინგლისის ჩემნპიონატი უშოტლანდიელოდ ალბათ, დიდი ხანი ვერ გაძლებს, მაგრამ ფაქტია, პოლ ლამბერტის მოხსნით, ძალიან საინტერესო და სქელკანიანი წიგნი დაიხურა და ახლა შოტლანდიელებისა და პრემიერლიგის "ლავსტორის" მეორე ტომი სუფთა ფურცლიდან დაიწერება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"