თუ აქამდე პიცის მირთმევა იყო სალაპარაკო, მოგვიანებით, ის ფოტოები ამოტივტივდა, რომლებიც ადასტურებს, რომ ფაბრეგასი და მესი ერთ-ერთ კაზინოსაც ეწვივნენ და აზარტული თამაშებით გაირთეს თავი. ხუმრობენ კიდეც, თამაში არგენტინელის "ჩელსიში" გადასვლა-არგადასვლაზე იყოო. სხვათა შორის, ესპანელი ფეხბურთელი ცოტა გაღიზიანდა, როდესაც ამის თაობაზე შეკითხვა დაუსვეს და კატეგორიული და მოკლე პასუხი გასცა.
"ეს ჩემი პირადი ცხოვრება და საქმეა. მე ვაკეთებ იმას, რაც მსურს და მსიამოვნებს. ამ
სამაგიეროდ, ფაბრეგასმა ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა. ის და პორტუგალიელი სპეციალისტი ერთმანეთის ქება-დიდებას აგრძელებენ.
"განსაკუთრებულს" არაერთხელ უთქვამს, ვიცოდი ფაბრეგასი კარგი მოთამაშე რომ იყო, მაგრამ ასეთი ფანტასტიკური თუ გახლდათ, ვერ წარმომედგინა, ბოლომდე კიდევ ვერ იყენებდნენ და ვერც ხვდებით, რამდენად კარგი ფეხბურთელიაო. სესკი კი ამბობს, არ მეგონა, თუ მოურინიოსთან მუშაობა ასეთი კომფორტული იქნებოდა, გუნდში ასეთი კარგი ატმოსფერო დამხვდებოდა და ასეთ მშვენიერ ფეხბურთს ვითამაშებდითო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"