"მარკა": დანი ალვეში პსჟ-ს შეუთანხმდა

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, დანი ალვეშმა "პარი სენ-ჟერმენთან" სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა და ცნობილია ისიც, რომ იგი წელიწადში 9 მილიონ ევროს მიიღებს.

ბრაზილიელი, რომელიც 6 მაისს 32 წლის ხდება, პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან კატალონიელებთან მოქმედი კონტრაქტი უმთავრდება და მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებენ.

დანი ალვეში საფრანგეთის დედაქალაქშიც ყოფილა და ყველაფერი პირადად შეუთანხმებია "პარკ დე პრენსის" ბინადრებთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული