საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელები ავარიაში მოყვნენ, რომელიც მსხვერპლით დასრულდა

AutoSharing Option
29 მარტს, უნგრეთის ნაკრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელები: ვანგელის მორასი, პანაიოტის ტახციდისი და იანის ფეტფაციდისი ავტოავარიაში მოყვნენ.

ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შემდეგ, რომელიც უნგრეთში ფრედ, 0:0 დასრულდა, სტუმარი გუნდის ფეხბურთელები აეროპორტში ტაქსით გაემგზავრნენ, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილენი გახდნენ.

ავარიის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ფეხბურთელებმა კი სხვადასხვა სახის უმნიშვნელო დაზიანება მიიღეს.

ასევე იხილეთ:
ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური. F ჯგუფი: ლიდერები გამოიკვეთნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული