როგორ შეცვალა ინგლისურმა ფეხბურთმა დავიდ დე ხეა

AutoSharing Option
დავიდ დე ხეა ჟურნალისტებთან საუბრობს, თუ როგორ შეცვალა იგი ინგლისურმა ფეხბურთმა. მისი აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედს", უბრალოდ, უფლება არ აქვს, რომ ზედიზედ მეორედ ვერ მოხვდეს ჩემპიონთა ლიგის ზონაში.

"სიმართლე ითქვას, ინგლისურმა ფეხბურთმა შემცვალა, ფიზიკურად უფრო ძლიერი გავხდი და კონცენტრაციის კუთხითაც მოვუმატე, ისევე, როგორც სხვა რამდენიმე ასპექტში.

როდესაც აქ გადმოვედი, ახალგაზრდა ვიყავი და აი, უკვე 4 წელია გასული, ყველაფერი კარგად მიდის. პრემიერლიგას კარგად შევეწყვე და ბევრი რამ ვისწავლე, თავს მშვენივრად ვგრძნობ.

ასევე, ძალიან მიხარია, რომ ვიქტორ ვალდესის გვერდით მიწევს ყოფნა, მისგანაც ბევრს
ვსწავლობ, არა მარტო როგორც კარგი მეკარისგან, არამედ როგორც ადამიანისგან. იგი უბრალო ბიჭია, დიდი ქარიზმით. ყოველთვის მზად არის, დაგეხმაროს.

რაც შეეხება "მანჩესტერს", ოთხეულში აუცილებლად უნდა მოვხვდეთ. ჩვენ უკვე გამოვტოვეთ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება და ისეთ გუნდს, როგორიც "იუნაიტედია", ზედიზედ მეორედ იმავეს გამეორების უფლება არ აქვს", - განაცხადა 24 წლის დე ხეამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული