ამ ფაქტს ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი გამოეხმაურა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ამ ქვეყანაში გამართულ საფეხბურთო მატჩებს სურვილის შემთხვევაში ქალები უპრობლემოდ დაესწრებიან.
"ირანიდან დამაიმედებელი სიახლე შევიტყვე, რომლის თანახმად, ამ ქვეყანაში სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების უფლებას ქალებსაც მისცემენ. იმედი მაქვს, სულ მალე ვნახავთ იქაურ საფეხბურთო მატჩებზე ქალებს", - დაწერა ბლატერმა თავის "ტვიტერზე".
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ნოემბერში ქალი ციხეში მოხვდა იმის გამო, რომ ირანის ფეხბურთელ ვაჟთა