ინგლისი მაგრად იწყებს - საუთგეიტის გუნდმა ირანი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში, B ჯგუფში, ინგლისმა ირანი დამაჯერებლად, 6:2 დაამარცხა.

მატჩი დაბალ ტემპში დაიწყო. უპირატესობას თავიდანვე ინგლისის ნაკრები დაეუფლა. 35-ე წუთზე ლუკ შოუს ჩაწოდებული ბურთი ჯუდ ბელინგემმა კარში გადაგზავნა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა. "დორტმუნდის" ნახევარმცველმა ინგლისის ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა. საუთგეიტის გუნდმა შეტევაში აქტიურად თამაში განაგრძო და 42-ე წუთზე ბუკაიო საკამ ულამაზესი გოლი გაიტანა. რაჰიმ სტერლინგმა 45+1 წუთზე ჰარი კეინის გადაცემით ისარგებლა და სხვაობა სამამდე გაზარდა. ირანელთა მეკარის, ალირეზა ბეირანვანდის ტრავმის გამო არბიტრმა პირველ ტაიმს 14 წუთი დაამატა.

Sportall.Ge


მეორე ნახევარში
მატჩის სურათი არ შეცვლილა. 62-ე წუთზე ბუკაიო საკამ საჯარიმოში ჩინებულად იმოქმედა და ეფექტური გოლით შეხვედრაში დუბლის შესრულება მოახერხა. 65-ე წუთზე ირანის ნაკრების ფორვარდმა მეჰდი ტარემმა ახლო დისტანციიდან ძლიერი დარტყმით პიკფორდს შანსი არ დაუტოვა და პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო. მოედანზე შემოსვლიდან 1 წუთში, მარკუს რაშფორდმა სხვაობა გამანადგურებელი გახადა, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ლამაზი კომბინაცია თავადვე დაასრულა. 90-ე წუთზე ჯეკ გრილიშმა კალუმ ვილსონის პასით ისარგებლა და მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა. მატჩის 101-ე წუთზე არბიტრმა ინგლისელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გოლად მეჰდი ტარემმა აქცია და "პორტოს" ფორვარდმა შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამავე B ჯგუფში ერთმანეთს ამერიკისა და უელსის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ალ რაიანი, "ხალიფა ინტერნაციონალ სთედიუმი", 45 334 მაყურებელი
ინგლისი - ირანი 6:2
გოლები: 1:0 ბელინგემი (35), 2:0 საკა (42), 3:0 სტერლინგი (45+1), 4:0 საკა (62), 4:1 ტარემი (65), 5:1 რაშფორდი (71), 6:1 გრილიში (90), 6:2 ტარემი (90+11)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ინგლისი ერთი ჩვეულებრივი ხელმოცარული გუნდია, ამას ყველა სულ მალე ვიხილავთ!...
Lasha
15:04 22-11-2022
1
ყველაფერში ინგლისელებს რავა აკრიტიკებენ)))გერმანელები უარესს უშვებიან ყველას,საერთოდ არ არის საჭირო ისე ანადგურებენ,მარა ყველას უყვარს)))ასეტი აზროვნება რომ გვაქვს იმტომ ვართ ევროპასთან თან ახლოს და თან ძალიან შორს!
alex
09:45 22-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული