ზეპ ბლატერი: რუსეთს მუნდიალის ჩატარებაში ხელს ვერაფერი შეუშლის

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჩატარებისთვის რუსეთის მომზადებაზე კომენტარი გააკეთა.

"ამაყი ვარ იმით, თუ როგორ ემზადება რუსეთი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. ამაში დიდი დამსახურება ვლადიმირ პუტინს აქვს, მაგრამ სპორტის მინისტრ მუტკოსა და სოროკინს ნამდვილი გუნდი ჰყავთ. მათ შესანიშნავი პერსონალიც ჰყავთ.

40 წელია ფიფაში ვარ და ეს ჩემთვის მე-10 მსოფლიოს ჩემპიონატია და მინდა ვთქვა, რომ ის ბრწყინვალე იქნება. ამას ვგრძნობ, როცა შესანიშნავ გუნდურ მუშაობას ვუყურებ.

ზოგიერთები რუსეთისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევას ითხოვენ. ჩვენ ამაზე ერთი პასუხი გვაქვს: ჩვენ ფეხბურთით
ვართ დაკავებულნი და არ მივცემთ პოლიტიკას ჩარევის საშუალებას.

მთავარია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზების უკან რუსეთის ხალხი დგას.

ხალხს უნდა, რომ ეს ტურნირი ჩატარდეს და მე ამას პირადად ვგრძნობ. მომზადება გეგმის მიხედვით მიდის და რუსეთს ხელს ვერაფერი შეუშლის, მსოფლიოში საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონატი ჩაატაროს.

ეკონომიკური სიტუაცია კომფორტული ნამდვილად არ არის, მაგრამ ვიცი, რომ ის გამოსწორდება", - თქვა ბლატერმა.

მომზადებულია tass.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბლატერი პრაგმატული, ობიექტური კაცია.ისეთი როგორიც ევროპელი გვაქვს წარმოდგენილი. სუბიექტურ, არაშრომისმოყვარე, ფუფუნების მოყვარულ, ქართველს თუ არ მიწონს ნუ შეიტყობს ქემაინცა, არ იჯავროს ძალიან. დაიჩაგრება.
xox
21 აპრილი 2015 10:52
0
"ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს"
kote
21 აპრილი 2015 10:47
0
არ ვიცი გახსოვთ თუ არა 2012 წლის ოლიმპიური ქალაქის არჩევის დროს ტონი ბლეერი კულუარებში დარბოდა აქეთ-იქით რამდენი გადაიხადა არ ვიცი მაგრამ ის კი ვიცი რომ ოლიმპიადის ჩატარების უფლება ლონდონს მისცეს.
maxo
20 აპრილი 2015 20:29
0
ეჰ მისტერ ზეპ... ზეპ კიარა და პუტინზეპ,რა ჩაგიჯიპა კრემლის ლილიპუტმა ამდენი ჰა?რამდენი მილიონი ნეტავ ა?
პაატა ქამუშაძე
20 აპრილი 2015 18:43
0
თუ არავინ ჩავიდა სათამაშოდ ჩაატარონ რსფსრ-ს ღია პირველობა და მედლებიც ჩამოირიგონ !მჯერა,რომ ჩემპიონატი რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ჩატარდება-ალბათ იტალიაში .{ დიდი ხანია იტალიაში არ ჩატარებულა }.
გიორგი
20 აპრილი 2015 17:42
0
ამ კაცს აშკარად პირადი ინტერესი აქვს ჩემპიონატის რუსეთში ჩატარების.
irakli-fan
20 აპრილი 2015 17:06
0

სიახლეები პოპულარული