მიუნხენის "ბაიერნი" მემფის დეპაის უმიზნებს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნი" ჰოლანდიის ჩემპიონის, "ეინდჰოვენის" ფორვარდით, მემფის დეპაით არის დაინტერესებული, - წერს გაზეთი Eindhovens Dagblad-ი.

გარიგება, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის დროს შედგეს. წყაროს ცნობით, კლუბები მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დაიწყებენ.

ასევე, 20 წლის ჰოლანდიელის გადაბირება სურთ "მანჩესტერ იუნაიტედს", "პარი სენ-ჟერმენსა" და "ლივერპულს".

დეპაიმ წლევანდელ სეზონში 27 მატჩი ჩაატარა "ეინდჰოვენის" შემადგენლობაში და 20 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული