დუნგამ კოპა ამერიკისთვის ბრაზილიის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა გამოაცხადა

AutoSharing Option
5 მაისს, ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დუნგამ პრესკონფერენცია მოიწვია, რომელზეც 2015 წლის კოპა ამერიკისთვის თავისი გუნდის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.

დუნგას არჩევანში ორი მომენტია აღსანიშნავი - განაცხადში მოხვდა "სანტოსის" ვეტერანი რობინიო და შემადგენლობაში ვერ ვხედავთ "ჩელსის" ტრავმირებულ შემტევ ოსკარს.

ბრაზილია კოპა ამერიკას 14 ივნისს, პერუსთან მატჩით დაიწყებს, 17 ივნისს კოლუმბიას შეხვდება და 21 ივნისს - ვენესუელას.

დუნგას სრული სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: ჯეფერსონი (ბოტაფოგო), მარსელო გორე (გრემიო) დიეგო ალვეში (ვალენსია, ესპ);
მცველები: დავიდ ლუიში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა (ყველა - პსჟ, საფ),
მირანდა (ატლეტიკო, ესპ), ფაბინიო (მონაკო, საფ), მარსელო (რეალი, ესპ), ფილიპე ლუიში (ჩელსი, ინგ), დანილო (პორტუ, პორ);
ნახევარმცველები: ლუიშ გუსტავო (ვოლფსბურგი, გერ), ფერნანდინიო (მანჩესტერ სიტი, ინგ), ელიაში (კორინთიანსი, ბრა), კაზემირო (პორტუ, პორ), ევერტონ რიბეირო (ალ აჰლი, საამ), რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი, გერ), ვილიანი (ჩელსი, ინგ), დუგლას კოშტა (შახტარი, უკრ);
ფორვარდები: ნეიმარი (ბარსელონა, ესპ), ფილიპე კოუტინიო (ლივერპული, ინგ), დიეგო ტარდელი (შანდონი, ჩინ), რობინიო (სანტოსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აუ რა დაერხა ბრაზილიას, ნაკრებში ჩინეთიდან რომ აიყვან და საემიროებიდან ფეხბურთელს, მაგარი ცუდად არის საქმე... არადა თავის დროზე ბუნდესლიგიდან არ მიყავდათ ელბერის ნაირი ფეხბურთელები.
Goga
14:52 06-05-2015
0
არადა ელბერის ნაირები,ბევრი არიბადება,ბრაზილიას რონალდო,რივალდო,რობერტო კარლოსის მერე დაერხატ,,
ggfeeeeee
20:32 06-05-2015
0

სიახლეები პოპულარული