ფიფას 14 ოფიციალური პირი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

AutoSharing Option
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ნიუ იორკის ფედერალურ სასამართლოში ფიფას 14 ოფიციალურ პირს ბრალდებას წაუყენებს. ფიფას ოფიციალური პირები 26 მაისს ღამით, ციურიხის პოლიციამ დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არ არის ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი.

CNN-ის ინფორმაციით, აღნიშნული დაკავებები გამოძიებათა ფედერალური ბიუროს სამწლიანი მუშაობის შედეგია.

The New York Times-ის ცნობით, საუბარია ფიფას მასშტაბურ კორუფციაზე, ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონატების განაცხადების მიღებაზე, მარკეტინგულ შეთანხმებებსა და სხვა გარიგებებზე. გარდა ამისა, ბრალდებაში გათვალისწინებულია თაღლითობა, რეკეტი და ფულის გათეთრება.

დაკავებულთა შორის არიან ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ვიცე
-პრეზიდენტები - ჯეფრი უები და ეუხენიო ფიგერედო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბლატერსაც თუ მიაყოლებენ ამერიკელები კარგს იზამენ. ფიფაში რომ ეს ხდება წარმოგიდგენიათ სფფ-ში რა ხდება? მაგრამ საქართველოს და ქართულ ფეხბურთს ხომ პატრონი არ ყავს. ქართველ თემიდას წრეში ატრიალებენ ფეხბურთის "ბოსები". ქართველი გულშემატკივარი ხომ გულშემატკივარი არ არის. თავმოყვარე ხალხს არსებული სფფ-ს შანტრაბა ვერ გაუბედავდა ამდენ კორუფციას რაც ქართულ ფეხბურთში ხდება.
პროკურორი
12:02 27-05-2015
0
არ ხართ თურმე მთლად ხელშეუხებლები და სანამ იგივე გაიზიარეთ, დატოვეთ ფედერაცია. თორემ თქვენი ჯერიც მოვა.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული