ფიფა: გამოძიება ჩვენი ინიცირებულია, დაკავებები კი კარგია!

AutoSharing Option
ფიფას საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის დირექტორმა ვალტერ დე გრეგორიომ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გამოძიება, რომელიც ფიფას უკავშირდება, თავად ორგანიზაციის მიერაა ინიცირებული.

დე გრეგორიომ ასევე აღნიშნა, რომ სულ მალე გამოქვეყნდება მაიკლ გარსიას ანგარიში, რომელიც რუსეთისა და ყატარისათვის მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების მასპინძლობის უფლების მინიჭების სამართლიანობას ეხება.

"ის, რაც ხდება, ფიფასთვისაა კარგი. შესაძლოა, ეს არცთუ სასიკეთოდ აისახება იმიჯსა თუ რეპუტაციაზე, მაგრამ ჩვენი მუშაობის ეფექტიანობისთვის სასარგებლოა. ეს გამოძიება ჩვენ მიერაა ინიცირებული, მაგრამ არ გვეგონა, თუკი დაკავებები ამ დროს მოხდებოდა - არჩევნებამდე რამდენიმე
დღით ადრე. 

გარსიას ანგარიში? ის გამოქვეყნდება სრულად და მას გაეცნობიან ჟურნალისტები და პუბლიკა. თუმცა ჯერ უცნობია, როდის მოხდება ეს", - თქვა დე გრეგორიომ.

შეგახსენებთ, რომ 27 მაისს, დილით, შვეიცარიაში 14 პირი დააკავეს, რომელთაგან 9 ფიფას ჩინოვნიკია. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმე დაკავებულმა უკვე აღიარა დანაშაული და სამართალდამცველებთან თანამშრომლობს. აღსანიშნავია, რომ დანაშაული აღიარა კონკაკაფის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჩარლზ ბლეიზერმა, რომელიც უწინ ფიფას აღმასკომის წევრი იყო.

ასევე იხილეთ:
ფიფას სკანდალის ახალი დეტალები
ფიფას 14 ოფიციალური პირი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული