თავშეკავება დასრულდა - პლატინიმ ბლატერს შეუტია

AutoSharing Option
29 მაისს ფიფას პრეზიდენტის არჩევნებია და სიტუაცია მაქსიმალურად იძაბება. ზეპ ბლატერი ფავორიტად მიიჩნევა, მას 17-წლიანი მმართველობის კიდევ ერთი, მეხუთე ოთხწლიანი პერიოდით გაზრდა სურს. 79 წლის შვეიცარიელს, ყველა კონტინენტს თუ ჩავთვლით, ხმების უმეტესობა აქვს, თუ ბოლო მომენტში რამე არ შეიცვლება. ერთადერთი, ევროპული ქვეყნები, უეფას წევრი ასოციაციები აფიქსირებენ საჯაროდ თავიანთ პოზიციას და ბლატერის წინააღმდეგნი არიან.

მიშელ პლატინი თავდაპირველად არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა, რაც გადაიფიქრა, მაგრამ ისიც ღიად აფიქსირებს თავის პოზიციას და ამბობს, რომ ფიფაში მმართველობა უნდა შეიცვალოს. თუ 59 წლის ფრანგი აქამდე
მეტ-ნაკლებად თავშეკავებული იყო, ახლა პირდაპირ შეუტია ბლატერს.

"სანამ ის პოსტზე დარჩება, მოსწონს ეს თუ არა და სამართლიანია ეს თუ არა, ფაქტია, რომ ფიფა გავლენას კარგავს, ამ ორგანიზაციის სახელი და ავტორიტეტი შელახულია და რაც უფრო დიდი ხანი იქნება პოსტზე ბლატერი, მით უფრო დაზარალდება ფეხბურთი. ბლატერისთვის არასოდეს შემიტევია, მაგრამ ახლა ეს უნდა ვთქვა. არ შეიძლება, სკამს ყველაფრის ფასად ინარჩუნებდე" - განაცხადა პლატინიმ.

ბლატერმა თქვა, რომ მას კიდევ ერთი ოთხწლიანი ციკლი სჭირდება, რადგან თავისი ხედვა ბოლომდე გაატაროს და დაწყებული საქმე დაასრულოს. თუმცა პლატინის ამაზეც აქვს თავისი აზრი.

"არა, მას უბრალოდ ეშინია და არ იცის, რა იქნება შემდეგ, რადგან მთელი ცხოვრება ფიფას მიუძღვნა. მისი გრძნობები მესმის და სიცარიელე, რომელსაც ალბათ განიცდის, ასევე გასაგებია, ეს ადამიანური და ჩვეულებრივი მომენტია. უბრალოდ, თუ მას ნამდვილად უყვარს ფიფა, ეს უნდა გადალახოს და წავიდეს" - დასძინა პლატინიმ.

ციურიხში გასამართ არჩევნებში ბლატერს ერთადერთი კონკურენტი დარჩა - იორდანელი პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი. მიხაელ ვან პრააგმა თავისი კანდიდატურა პრინც ალის სასარგებლოდ მოხსნა. არჩევნებში მონაწილეობას აღარც ლუიშ ფიგუ მიიღებს.

"სიტუაციის გაანალიზებისა და ბევრი ფიქრის შემდეგ მიხაელ ვან პრააგმა გადაწყვიტა, რომ კანდიდატურა მოხსნას და მხარი პრინც ალი ბინ ალ-ჰუსეინს დაუჭიროს" - ნათქვამია ჰოლანდიელის შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ძალიან გულდაწყვეტილი ჩანს ფიგუ. პორტუგალიელმა თქვა, ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რაც ხდება და ამ ეტაპზე ამასთან საერთო არაფერი მინდა მქონდესო. ერთ დღეს ფიფას ხელმძღვანელებს ეშმაკს ადარებენ, მეორე დღეს კი იგივე ადამიანები ტრიბუნიდან იმავე ადამიანებს იესო ქრისტესთან აიგივებენო.

მიშელ პლატინი: "დარწმუნებული ვარ, რომ ალი, რომელთანაც რამდენიმეწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს, შესანიშნავად იმუშავებს. მას ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ ფიფას კარგად გაუძღვეს".

ამჟამინდელი მონაცემებით, ფიფას 6 კონტინენტური რეგიონიდან ბლატერს 5-ის მხარდაჭერა აქვს. როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ ევროპა ჩანს წინააღმდეგი. მაგალითად, ინგლისისა და შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციებმა ნაადრევად გაასაჯაროვეს ის, რომ ხმას პრინც ალის მისცემენ.

ამ თემას ბევრი ცნობილი ადამიანი და კონკრეტულად ფეხბურთელი ეხმაურება. გამონაკლისი არც დიეგო არმანდო მარადონაა, რომელმაც ბლატერს დიქტატორი უწოდა და ყველას ურჩია, რომ ეს ადამიანი ფიფას ჩამოაშორონ.

P.S. ბოლო დღეს მომხდარი დაჭერების ფონზე, უეფაში განიხილავენ ფიფას არჩევნების შესაძლო გადადების შესაძლებლობასაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჯერ რუსების შეპირება უნდა შეასრულოს იმიტო იკლავს ტავს და წასვლა არ უნდა იციან ახალი რომ მოვა რუსებსაც დარხეული აქვტ ამიტომ არის იქ ისეტ მაფიაში არიან გარეული, მაგრამ უკვე ცუდად წაუვიდატ საქმე კიტხვის ქვეშ დგება რუსების მსოპლიო ჩემპიონატი.
beso
10:14 29-05-2015
0
პლატინი ხო რას ამბობთ იადონია ეგენი ერთი ნახირია ყველა კორუფცია და გოთვერნობა მეფობს უეფაშიც და ფიფაშიც.ფული ბაბა ფული ფული გააქ აგერ ლიგა გინდა მსოფლიო გინდა რაზეა ბაზბოჩკა.
qutaiseli
17:12 28-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული