ინგლისი რუსეთის მუნდიალის ბოიკოტირებით იმუქრება

AutoSharing Option
ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გრეგ დაიკმა განაცხადა, რომ თუ იოზეფ ბლატერი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, მაშინ უეფამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოიკოტირების საკითხი უნდა დააყენოს, რომელიც რუსეთში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, ხოლო რამდენიმე დღით ადრე ფიფას მაღალჩინოსნები კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს.

"არანაირი აზრი არ ექნება ინგლისის წასვლას, თუ სხვები დარჩნენ. ეს არაფერზე იმოქმედებს. ამის შესახებ, უბრალოდ, დაივიწყებენ. მაგრამ თუ წავლენ ის ქვეყნები, რომლებიც უეფაში არიან წარმოდგენილნი, ამას ეფექტი ექნება.

თუ ბლატერი ხელახლა აირჩიეს, მაშინ ბოიკოტირების საკითხი უნდა
განვიხილოთ.

მტკიცებულებები, რომლებიც ამერიკელებმა მოიყვანეს, შოკში გვაგდებს და არ მგონია, რომ ბლატერი ამის მერე სუფთა გამოვიდეს. მისი მმართველობის დროს კორუფციამ უმაღლეს დონეს მიაღწია", - თქვა დაიკმა Sky Sports-თან საუბარში.

აქვე გეტყვით, რომ ფიფა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, 29 მაისის ნაცვლად, 30 მაისს გაახმოვანებს. ამის შესახებ ინფორმაცია ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კორუფცია ფულის განუყრელი ნაწილია.ხოლო იქ,სადაც დიდი ფულია,იქ მძვინვარებს კორუფცია.ეს საკითხი კამათსაც კი არ ექვემდებარება.
არაუშავს,მოვა ზამთარი და ინგლისიც წავა დათმობაზე... :)
Zaza
15:14 29-05-2015
0
ზამთარმა ინგლისი რატო უნდა წაიყვანოს დათმობაზე?არც გაზს ღებულობს რუსეთისგან და არც ნავთობს :)))
NIKA
22:05 29-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული