ფიფას პრეზიდენტად კვლავ იოზეფ ბლატერი აირჩიეს

AutoSharing Option
29 მაისს ციურიხში ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. პირველი ტურის შედეგად გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

"ფიფას" პრეზიდენტობისთვის 79 წლის იოზეფ ბლატერი და 39 წლის იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი იბრძოდნენ.

ბლატერმა პირველ ტურში 206 დელეგატის 133 ხმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა იორდანიელმა პრინცმა ალი ბინ ალ-ჰუსეინმა - 73. პირველი ტურის შემდეგ ალ-ჰუსეინმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და შესაბამისად ბლატერმა პოსტი შეინარჩუნა.

შეგახსენებთ, რომ ბლატერი ფიფას პრეზიდენტის პოსტზე უკვე მეხუთედ აირჩიეს.

ფიფას სკანდალთან დაკავშირებით ინფორმაცია

ასევე იხილეთ:
აშშ-ის საგადასახო სამსახური ფიფას კორუპციულ საქმეზე ახალ
ბრალდებებს ამზადებს
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამერიკას, რუსეთთან ჭიდილში, კოვზი ისევ ნაცარში ჩაუვარდა!!!
gela
11:22 30-05-2015
0
დიქტატორია რა :D ცუდად დაამთავრებ იოზეფ, ძალიან ცუდად... ამერიკა და ინგლისი ჩემს მტერს გადაეკიდა... ვერ გიშველის პუწინი ;) ბევრი არასწორე აკეთე ფეხბურთის მკვლელო და მიიღებ მისაღებს!
del piero 10
12:16 30-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული