ზეპ ბლატერი გადადგა! ფიფას პრეზიდენტი რიგგარეშე კონგრესს და არჩევნებს ნიშნავს

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ, მეხუთე ვადით არჩეულმა ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა პოსტის დატოვების შესახებ გამოაცხადა. 79 წლის ჩინოვნიკმა ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე აცნობა საფეხბურთო სამყაროს.

თავის განცხადებაში შვეიცარიელი საგანგებო კონგრესის მოწვევის წინადადებით გამოვიდა, რომელზეც ფიფას ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. კონგრესი 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის მარტის პერიოდში უნდა გაიმართოს, მანამდე კი ბლატერი გააგრძელებს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.

"მრავალი წელი მჭიდროდ ვიყავი დაკავშირებული ფიფასთან და სპორტის ამ ბრწყინვალე სახეობასთან. ფიფა ყველაფერზე მეტად მიყვარს და მინდა მისთვის და ფეხბურთისთვის მხოლოდ საუკეთესო გავაკეთო. ამიტომაც გადავწყვიტე ისევ
წამომეყენებინა პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა, რადგან მიმაჩნდა, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო.

მივიღე ნდობის ახალი მანდატი, მაგრამ საფეხბურთო სამყაროში მას ყველა არ უჭერს მხარს. ლაპარაკია კლუბებზე, ფეხბურთელებზე და ა. შ. მოკლედ იმაზე, რაც ფეხბურთს აცოცხლებს და აღმაფრენას აძლევს.

ამიტომაც მოვიწვევ ექსტრაორდინარულ კონგრესს, სადაც დავტოვებ პოსტს და იქ ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. მე დავრჩები პრეზიდენტად ახალ არჩევნებამდე.

გეგმის მიხედვით შემდეგი კონგრესი 2016 წლის მაისში მექსიკაში გაიმართება, მაგრამ ამდენის მოცდა არ შეგვიძლია. ამიტომაც, ვთხოვ ფიფას აღმასრულებელ კომიტეტს, რაც შეიძლება სწრაფად მოიწვიოს რიგგარეშე კონგრესი", - განაცხადა ბლატერმა.

ბუკმეიკერებმა უკვე დაიწყეს ფსონების მიღება ახალ სავარაუდო პრეზიდენტზე და მათი აზრით, ყველაზე მეტი შანსი უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის აქვს, რომელმაც ბლატერის გუშინდელ ნაბიჯს სწორი გადაწყვეტილება უწოდა.

ჯერჯერობით კი არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ალი ბინ ალ-ჰუსეინმა დაადასტურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ამასც მიშამ ხომ არ დაურეკა? :)
Zaza
20:23 03-06-2015
0
ბარემ 2018-მდე გაექაჩა,ჩემპიონატს ჩაატარებდა და "სუფთა" სინდისით წავიდოდა,ეს ალბათ სიჭინავამ ასწავლა,რომ გადამდგარიყო და მაინც პრეზიდენტად დარჩენილიყო 1 წლით
zviadi
15:16 03-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული