რუსეთისა და ყატარისთვის მუნდიალების მასპინძლობის უფლების ჩამორთმევა გერმანიაშიც სურთ

AutoSharing Option
გერმანიის იუსტიციის მინისტრი ჰაიკო მაასი იმედს გამოთქვამს, რომ ფიფაში აგორებული კორუფციული სკანდალების გამო გადაიხედება 2018 და 2022 წლების მუნდიალების მასპინძლობისთვის გამართული წილისყრის შედეგები, სადაც გამარჯვება რუსეთმა და ყატარმა მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს თანამდებობის დატოვების შესახებ გამოაცხადა ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა.

"ბლატერის გადადგომა მხოლოდ დასაწყისი შეიძლება იყოს სასწრაფოდ ჩასატარებელი გამოძიებისთვის და იმისთვის, რომ ვითარებას ნათელი მოეფინოს. თუკი მასპინძელი ქვეყნებისთვის ხმის მიცემის პროცესში ქრთამი ფიგურირებდა, სრულიად ახალი გადაწყვეტილებებია მისაღები", - აქვეყნებს მაასის ნათქვამს Bild-ი.

მანამდე მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების
მასპინძელთა არჩევნების შედეგების გადახედვის ინიციატივით ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი გრეგ დაიკი გამოვიდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო ეწევა ომს მეზობელ ქვეუნებში და ჩაგრავს მეზობელ ხალხებს ჯერ ამიტომ უნდა დაისაჯოს რუსეთი და მერე იმიტომ რომ იყიდა მასპინძლობის უფლება მსოფლიო ჩემპიონატის ყატარი კი არ არის აგრესორი მაგრამ მანაჩ მოქრთამა ფიფას მაღალჩინოსნები ამიტომ უნდა ჩამოერთვას უფლება მასაც მაგრამ რაღაც არ მჯერა რომ ასე მოხდეს
emzari
18:00 03-06-2015
0
მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება პუტინის იმპერიულ რუსეთში,რომელსაც ხელები აქვს გასვრილი ათიათასობით დაღუპული უდანაშაულო ხალხის სისხლში,ახლაც აგრძელებს ომს უკრაინაში,მცოცავ პოლიტიკას ატარებს საქართველოს მიმართ,აძლირებს ზეწოლას მოლდაველ ხალხზე,სჩადის ათასგვარ პოლიტიკურ სიბინძურეს უარი უნდა ეთქვას ჩემპიონატის ჩატარებაზე,
პაატა
19:18 03-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული