ფიფას ყოფილმა ჩინოვნიკმა ქრთამის აღება აღიარა

AutoSharing Option
ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილმა წევრმა ჩარლი ბლეიზერმა აღიარა, რომ მან მუნდიალის მასპინძლობაზე ხმის სანაცვლოდ ქრთამი აიღო.

ბლეიზერი ამტკიცებს, რომ ეს მარტო მას არ ჩაუდენია. საუბარია, 2010 წლის მუნდიალზე, რომელსაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ უმასპინძლა. 70 წლის ამერიკელი ფიფას აღმასკომის წევრი 1996-2013 წლებში იყო.

უფრო ადრე აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა ლორეტა ლინჩმა განაცხადა, რომ სამხრეთაფრიკელებმა ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ჯეკ უორნერი 10 მილიონ დოლარად მოისყიდეს.

უორნერი, რომელიც ინტერპოლმა ძებნაში აიყვანა, აცხადებს, რომ უდანაშაულოა.

ამასობაში, ფედერალური გამოძიების ბიურომ უკვე დაიწყო გამოძიება რუსეთისა და
ყატარის მუნდიალის მასპინძლობაზე უფლებების გადაცემის შესახებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ისე,ჩემთვის,როგორც რიგითი გულშემატკივრისთვის მაინც და მაინც დიდი მნიშვნელობა სულაც არა აქვს,თუ სად ჩატარდება მსოფლიოს ჩემპიონატი.მაგრამ წარმომიდგენია,როცა ასეთი რამ ფიფას მამებში ხდება,რა დღეშია თვითონ ფეხბურთი.ალბად უკვე მსოფლიოს ჩემპიონებიც წინასწარ იციან,თუ ვინ გახდება რუსეთში და ყატარში...
Zaza
17:27 04-06-2015
0
კარგად დავაკვირდი მოვლენებს და ვერ დავინახე ამერიკელების გათახსირებულობა. ყველგან ნუ პოლიტიკოსობთ, რა შუაშია ამერიკა ან ევროპა? ფაქტია რომ მთელი ფიფა კორუფციაში აღმოჩნდა გასვრილი და ეხლა მიადგნენ ყველას დასაჭერად. ჯერ სად არის ასე მარტივად არ მორჩება ამ ღორების საქმე
koba
14:09 04-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული