ამხანაგური მატჩები: შოტლანდიამ ყატარს მოუგო, ჰოლანდიამ შინ აშშ-ისთან წააგო

AutoSharing Option
5 ივნისს, რამდენიმე საერთაშორისო სანაკრებო მატჩი გაიმართა, რომელთაგან ჩვენთვის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ედინბურგში შედგა.

შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეა, ყატარის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა მეტოქე. "ისტერ როუდზე" გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე მეტ რიტჩიმ გაიტანა.

საინტერესო და უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა "ამსტერდამ არენაზე", სადაც ჰოლანდის ეროვნულმა გუნდმა აშშ-ის ნაკრები მიიღო და ანგარიშით 3:4 დამარცხდა.

გუს ჰიდინკის
გუნდი კლას-იან ჰუნტელაარის გოლით 27-ე წუთზე დაწინაურდა, თუმცა 33-ე წუთზე გიასი ზარდემ
წონასწორობა აღადგინა და ტაიმი ასე დასრულდა. შესვენების შემდეგ ჰუნტელაარმა დუბლი (49-ე წუთი) მიითვალა, რასაც მემფის დეპაის (53) გოლიც მოჰყვა - 3:1 მასპინძელთა სასარგებლოდ.

მაგრამ დარჩენილ დროში ამერიკელებმა კიდევ სამჯერ აიღეს იასპერ სილესენის კარი. ერთი-მეორის მიყოლებით ჯონ ენტონი ბრუკსმა (70), დენიელ უილიამსმა (89) და ბობი ვუდმა (90) გაიტანეს.

რაც შეეხება სხვა მატჩებს, ჩილეს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით სალვადორს მოუგო, ხოლო უნგრეთმა ლიტვა გაანადგურა - 4:0.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული