ეგვიპტეში მატჩის დროს არეულობის საქმეზე 11 ბრალდებულს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

AutoSharing Option
პორტ-საიდის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა 11 ადამიანს, რომლებიც 2012 წლის თებერვალში, "ალ-აჰლისა"  და "ალ-მასრის" შეხვედრის დროს სტადიონზე მომხდარი უწესრიგობის საქმეში ბრალდებულები იყვნენ.

მაშინ სტადიონზე მყოფ გულშემატკივართა დაპირისპირებას 74 ადამიანი შეეწირა, 250-მდე კი დაშავდა.

სისხლის სამართლის საქმე სულ 73 ადამიანზე აღიძრა, მათ შორის, "ალ-მასრის" ფან-კლუბის წევრებზე, პოლიციელებსა და საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე.

2013 წლის მარტში ეგვიპტის სასამართლოს პირველმა ინსტანციამ 21 ბრალდებულს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. დღეს, 9 ივნისს გამართულ სხდომაზე კი საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანეს: 20 პირი გამართლდა, 39-ს 5-იდან 15 წლამდე პატიმრობა
მიესაჯა, 11-ს კი სიკვდილით დასჯიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული