2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის წილისყრა შესაძლოა, გადაიდოს

AutoSharing Option
2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის წილისყრა შესაძლოა, გადაიდოს.

წესით, ის 2016 წლის მაისში, ანუ დაახლოებით ერთი წლის მერე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ფიფაში ამჟამინდელი ქაოსისა და სკანდალების ფონზე, ამბობენ, რომ ცერემონია გადაიდება.

ამის მიზეზი ისიც გახლავთ, რომ ჯერ კიდევ მიდის საუბარი, თითქოსდა რუსეთსა და ყატარს, შესაბამისად, 2018 და 2022 წლების მუნდიალის მასპინძლობის უფლება შეიძლება ჩამოერთვათ და აქედან გამომდინარე, 2026 წლისთვის ჯერ ვის სცალია.

ისიც ითქვა, ინგლისი მზად არის, 2018 წლის მუნდიალსაც უმასპინძლოს და 2022 წლისასაც, თუ რომელიმე ვაკანტური გახდება. თუმცა ინგლისის
ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა გრეგ დაიკმა, რომელიც ზეპ ბლატერის აქტიური მოწინააღმდეგე იყო, ეს ინფორმაცია უარყო.

რაც შეეხება 2026 წელს, მასპინძლობის მთავარ კანდიდატად ამერიკის შეერთებული შტატები ითვლება, რომელმაც 1994 წელს ერთი მუნდიალი უკვე მიიღო. აშშ-ს კონკურენტებად მექსიკა, კოლუმბია და კანადა ჰყავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული