მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა არგენტინის ნაკრებმა, რომელმაც მინიმალური ანგარიშით ურუგვაის სძლია.
ჩვენი დროით, 17 ივნისს გამართულ შეხვედრაში ხერარდო მარტინოს გუნდს გამარჯვება სერხიო აგუერომ, 56-ე წუთზე მოუტანა, რომელსაც საგოლე გადაცემა "მანჩესტერ სიტიში" მისმა თანაგუნდელმა პაბლო საბალეტამ გაუკეთა.
"საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ. ჩემი გუნდი 70 წუთის განმავლობაში კარგად თამაშობდა. სხვა თუ არაფერი, უკეთესად, ვიდრე პარაგვაისთან შეხვედრაში.
ყველამ იცის, რომ არგენტინელები ცდილობენ, ლამაზად ითამაშონ, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოდის. ურუგვაი დაცვაში ბრწყინვალედ
* * *
ჯგუფის მეორე მატჩში პარაგვის ნაკრებმა ასევე მინიმალური ანგარიშით იამაიკას აჯობა - ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე ედგარ ბენიტესმა შეაგდო.B ჯგუფში ორი ტურის შემდეგ პირველ-მეორე ადგილებს 4-4 ქულით არგენტინა და პარაგვაი იყოფენ. 3 ქულაა ურუგვაის ანგარიშზე, ხოლო იამაკა უქულოდაა.