ბრაზილია-კოლუმბია 0:1 - C ჯგუფში ვითარება დაიძაბა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 ივნისს, ჩილეში მიმდინარე კოპა ამერიკის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე მეორე ტურის ერთი მატჩი გაიმართა. C ჯგუფში ბრაზილიის ნაკრები კოლუმბიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე კოლუმბიელთა მცველმა ჟეისონ მურილიომ გაიტანა, რომელმაც საჯარიმოს ჩაწოდების შემდეგ, ბრაზილიელთა დაბნეულობით ისარგებლა და ბურთი კარში გადაგზავნა.

დარჩენილ დროში პენტაკამპეონები ცდილობდნენ მატჩის ბედის შემოტრიალებას, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა მატჩის მიწურულს მოედნიდან ნეიმარი გააძევა, რომელსაც მანამდე ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული. "ბარსელონას" ფორვარდის დისკვალიფიკაცია მხოლოდ ერთმატჩიანი იქნება.

ამ დროისთვის C
ჯგუფში 3-3 ქულა აქვთ ვენესუელას, ბრაზილიას და კოლუმბიას. 1 ქულა აქვს პერუს. აღსანიშნავია, რომ ვენესუელას და პერუს მეორე ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული