არგენტინა-კოლუმბია 0:0 (პენ. 5:4) - მესი რჩეულია, ტევესი - მხსნელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩილეში მიმდინარე კოპა ამერიკა 2015-ის გათამაშებაში მესამე ნახევარფინალისტის ვინაობაც გაირკვა.

მასპინძელი ჩილესა და პერუს შემდეგ, ნახევარფინალში არგენტინის ეროვნული გუნდი გავიდა, რომელმაც პენალტების სერიაში კოლუმბიას აჯობა.

თბილისის დროით, 27 ივნისს გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად დანიშნულ 11-მეტრიანებში კი არგენტინამ 5:4 მოიგო.

გადამწყვეტი დარტყმა დავიდ ოსპინას კარში ზუსტად კარლოს ტევესმა შეასრულა. კოლუმბიელთა შორის კი პენალტიდან ლუის მურიელმა, ხუან სუნიგამ და ჟეისონ მარულიომ ვერ გაიტანეს.

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა, რომელმაც მთელი თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა და 11-მეტრიანიდანაც უნაკლოდ დაარტყა.

კოპა
ამერიკის ნახევარფინალში არგენტინა ბრაზილია-პარაგვაის მეოთხედფინალურ წყვილში მოგებულს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ დამპალი ესტრელას რეკლამას ხმა ჩაუწით გამისკდა ყური ბლიად
0
ტიპი ბარსელონას გარდა ფეხს ვერ ანდზრევს ეს რა უბედურებააა
mesis
21:26 27-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული