გონსალო ხარას, რომელმაც სახელი "თითის ტაკებით" გაითქვა, დისკვალიფიკაცია მისცეს [VIDEO]

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, გონსალო ხარა დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ეს ინფორმაცია არაოფიციალურად დიდი ხნით ადრე გავრცელდა, მაგრამ ახლა ოფიციალურადაც დადასტურდა.

ჩილელმა მცველმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და კოპა ამერიკას თანამემამულეებზე უფრო ადრე დაემშვიდობა, მაგრამ სარგებელი კი მაინც მოუტანა თავის ნაკრებს.

უცნაურია, მაგრამ ყველას თავისი ხერხი აქვს "სარგებლის მოტანის" და ხარამ ეს ბინძურად, მაგრამ მაინც გააკეთა - ადგა და ედინსონ კავანის თითი ანუსში შეუყო, შემდეგ კი თავისი ინიციატივით დაეცა, ვითომდა, კავანიმ მაგრად ჩაარტყა და ედინსონი გააძევებინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს, როგორც იცით, 0:0-ზე მოხდა და
ამ ინციდენტმა ჩილეს ურუგვაის დამარცხება მნიშვნელოვნად გაუადვილა.

ისე, ხარა თავისი საფირმო "ილეთის" შესრულებას უფრო ადრე გონსალო იგუაინთანაც ცდილობდა და "პიპიტამ" ამდენი არ აცადა, აგრესიულად მოიშორა და გააგდო. ლუის სუარესს კი ხარა ერთხელ კიდევ უფრო უხერხულ ადგილას წაეპოტინა.

გერმანული "მაინცი" მის გაყიდვაზეც ფიქრობს. თავად პატივცემული კი, დისკვალიფიკაციის გარდა, 7 500 დოლარითაც დაჯარიმდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პატივცემულებო,რით დაისაჯა გარდა ფულადი ჯარიმისა?ადვილი მისახვედრია რომ თამაშებს გამოტოვებს,მგრამ რამდენს?გამართეთ სტატია და ისე დაწერეთ თუ არ შეწუხდებით რასაკვირველია
papa
13:59 30-06-2015
0

სიახლეები პოპულარული