ჩილელმა მცველმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და კოპა ამერიკას თანამემამულეებზე უფრო ადრე დაემშვიდობა, მაგრამ სარგებელი კი მაინც მოუტანა თავის ნაკრებს.
უცნაურია, მაგრამ ყველას თავისი ხერხი აქვს "სარგებლის მოტანის" და ხარამ ეს ბინძურად, მაგრამ მაინც გააკეთა - ადგა და ედინსონ კავანის თითი ანუსში შეუყო, შემდეგ კი თავისი ინიციატივით დაეცა, ვითომდა, კავანიმ მაგრად ჩაარტყა და ედინსონი გააძევებინა.
ეს, როგორც იცით, 0:0-ზე მოხდა და
ისე, ხარა თავისი საფირმო "ილეთის" შესრულებას უფრო ადრე გონსალო იგუაინთანაც ცდილობდა და "პიპიტამ" ამდენი არ აცადა, აგრესიულად მოიშორა და გააგდო. ლუის სუარესს კი ხარა ერთხელ კიდევ უფრო უხერხულ ადგილას წაეპოტინა.
გერმანული "მაინცი" მის გაყიდვაზეც ფიქრობს. თავად პატივცემული კი, დისკვალიფიკაციის გარდა, 7 500 დოლარითაც დაჯარიმდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"