ლიონელ მესი: ვიცოდი, რომ არგენტინის ნაკრები ერთ დღესაც აფეთქდებოდა

AutoSharing Option
ფოტოზე: მესი არგენტინა-პარაგვაის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კოპა ამერიკის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

1-ელ ივლისს გამართულ შეხვედრაში არგენტინის ნაკრებმა პარაგვაი ანგარიშით 6:1 გაანადგურა და ფინალში გავიდა, სადაც ტურნირის მასპინძელ ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდება.


მესი, რომელმაც პარაგვაისთან სამი საგოლე პასი მიითვალა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

"ჯერ იყო და, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავედით, ახლა კი კოპა ამერიკის გადამწყვეტ შეხვედრაში ვითამაშებთ. წარმოსახვაში უკვე ვეთამაშებით ჩილეს და ერთი სული გვაქვს, გამარჯვება ვიზეიმოთ.

უწინდელი ჩვენი
მატჩებისგან განსხვავებით, დღეს გულშემატკივარმა გოლების წვიმა იხილა, თუმცა ვფიქრობ, ღვთის ნებით, ფინალურ მატჩშიც გავიტანთ. პირადად ჩემთვის სულერთია, თავად შევაგდებ თუ არა გოლს.

წინა თამაშებში გატანა გვიჭირდა, თუმცა ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან, ავფეთქდებოდით. და ეს დღეს მოხდა.

სწრაფი გოლის წყალობით, თავისუფალი ზონები გვიჩნდებოდა, რომელსაც პარაგვაის ნაკრები შეტევაში წასვლისას ტოვებდა. შემდეგ მეორეც გავიტანეთ, თუმცა მეტოქემ ერთი გაქვითა. თუმცა, თამაში ჩვეული მანერით გავაგრძელეთ და დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ.

ვიცით, რომ მომენტები მრავლად გვექნება, თუკი ასე ვითამაშებთ", - აქვეყნებს მესის ნათქვამს Ole.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული