ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 1 ივლისი

AutoSharing Option
13:15 თავიდანვე ოფიციალური ტრანსფერის შესახებ: მიკა რიჩარდსი "ასტონ ვილას" მოთამაშე გახდა.

13:25 ქარიმ ბელარაბი შეიძლება "მანჩესტერ სიტიში" გადავიდეს, - იტყობინება Hamburger Morgenpost-ი. ტრანსფერის სავარაუდო თანხა 35 მილიონ ევროს უტოლდება.

13:52 დღის ტრანსფერი: დუგლას კოშტა "ბაიერნში" გადავიდა. ინფორმაცია დაადასტურა "შახტარის" ოფიციალურმა ვებგვერდმა და ფოტოც გავრცელდა "ბაიერნის" მაისურით. გარიგების თანხამ 30 მილიონი ევრო შეადგინა.

14:06 კიდევ ერთი ტრანსფერი. სილვენ დისტენი "ევერტონიდან" "ბორნმუთში" გადავიდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ეს ოფიციალური ინფორმაციაა.

14:39 ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჭორი - ედუარდო ვარგასი დატოვებს "ნაპოლის" და "არსენალში" გადავა.
ლაპარაკია 16 მილიონ ევროზე.

15:09 ნათანიელ კლაინი ოფიციალურად გახდა "ლივერპულის" ფეხბურთელი. ამაზე დიდი ხანია ლაპარაკობდნენ, მაგრამ "საუთჰემპტონმა" მხოლოდ ახლა გამოაცხადა. კონტრაქტი ხუთწლიანია, ტრანსფერის თანხა - 12.5 მილიონი ფუნტი.

15:20 "მარსელის" ნახევარმცველი ჟანელი იმბიულა "პორტუს" ფეხბურთელი გახდა. 20 მილიონი ევრო და ხუთწლიანი კონტრაქტი - ასეთია გარიგების დეტალები. "პორტუ" თავის სტიქიაშია - ახლა მისგან ამ ფეხბურთელის ყიდვას 50 მილიონი დოლარი დასჭირდება და ორი-სამი წლის შემდეგ იმბულა შეიძლება შეიძინოს "რეალმა", "ბარსამ" ან რომელიმე სხვა კლუბმა.

15:49 Tuttosport-ი წერს, რომ ლორენტე შეიძლება "მილანში" აღმოჩნდეს. მისი კონტრაქტი "იუვენტუსთან" ორი წლის შემდეგ გადის, მაგრამ ძალიან მაღალია ხელფასი - 4.5 მილიონი ევრო. ფერნანდოს აგენტები ფეხბურთელს "როსონერის" სთავაზობენ, მაგრამ "მილანი" ჯერ ფიქრობს - მთავარი მიზანი ისევ ზლატან იბრაჰიმოვიჩია.

15:53 კონოპლიანკამ მოულოდნელად მადრიდში ამოჰყო თავი. ფეხბურთელი და მისი აგენტი ესპანეთის დედაქალაქში იმყოფებიან და "ატლეტიკოსთან" სამწლიან კონტრაქტზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

16:12 "ნიუკასლი" ამზადებს წინადადებას "ვოლფსბურგისთვის" ბას დოსტის შეძენაზე. ინგლისელები ჰოლანდიელში 9 მილიონ ფუნტს იხდიან.

16:29 "მანჩესტერ სიტიმ" გადაფარა "ბარსელონას" წინადადება პოლ პოგბაზე. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მანჩესტერელები დაახლოებით 100 მილიონ ევროს გამოდიან.

16:51 ბომბი The Guardian-ის ჟურნალისტისგან. ის ამტკიცებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესი შვაინშტაიგერის მიმართ, უბრალოდ, ყურადღების გასაფანტი მანევრია. სინამდვილეში, ლუი ვან გაალის გუნდმა თომას მიულერზე მოამზადა წინადადება. "ბაიერნი" მიულერის გაყიდვას არ აპირებს, მაგრამ ლაპარაკია დიდ თანხაზე.

16:56 რამდენიმე წყაროს ცნობით, "სტოკ სიტიმ" შეათანხმა სერდან შაქირის ტრანსფერი. ადრე გამოცხადდა, რომ შვეიცარიელი არ შედიოდა რობერტო მანჩინის გეგმებში, ამიტომაც "ინტერმა" ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა. ინგლისელები ექსბაიერნელში 17 მილიონ ევროს იხდიან.

17:10 ლუის ჰოლტბიმ დატოვა "ტოტენჰემი" და "ჰამბურგში" გადავიდა. შარშან ნახევარმცველი გერმანულ კლუბში იჯარით თამაშობდა.

17:26 Marca-ს ინფორმაციით, "ბენფიკას" შეუძლია ისევ გამოიმუშავოს სერიოზული თანხა - იგეგმება ნიკოლას გაიტანის ტრანსფერი "ატლეტიკოში". სატრანსფერო თანხა 35 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ კლუბებმა, შესაძლოა, უფრო ნაკლებ თანხაზე მოილაპარაკონ.

17:42 "მილანმა" ერთი წლით გაუხანგრძლივა კონტრაქტი მეკარე კრისტიან აბიატის.

17:54 "ბრაგას" თავდამსხმელი ედერი "სუონსიში" გადავიდა სათამაშოდ. ის 27 წლისაა, გასულ სეზონში 29 მატჩში 10 გოლი გაიტანა. კონტრაქტი პრემიერლიგის ბინადართან სამწლიანია.

18:17 The Sun-ის ინფორმაციით, მარეკ ჰამშიკი "ნაპოლიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავა 20 მილიონ ფუნტად. ფეხბურთელის ხელფასი 100 ათასი ფუნტი იქნება.

18:22 პაკი გარსია - ასე ჰქვია სერხიო რამოსის დედას. ის დარწმუნებულია, რომ მისი ვაჟის ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში" არ შედგება. მცველისთვის "რეალი" პირველ ადგილზეა და ესპანეთიდან წასვლა არ უნდა.

18:32 El Mundo Deportivo-მ მოიყვანა არდა თურანის სიტყვები - ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ კვირის ბოლოს "ბარსელონასთან" გააფორმებს კონტრაქტს. ამასთან, Marca-მ პარალელურად დაწერა, რომ თურანი შეიძლება "ჩელსიში" აღმოჩნდეს.

18:35 მრავალტანჯულმა აბუ დიაბიმ, როგორც იქნა, დატოვა "არსენალი".

18:53 დეტალები "მანჩესტერ იუნაიტედის" გიჟური შეთავაზების შესახებ თომას მიულერთან დაკავშირებით. კრისტიან ფოლკი Bild-იდან წერს, რომ ინგლისელები გერმანელში 160 მილიონ ევროს იხდიან. რთული დასაჯერებელია.

19:14 დენი ბლინდი ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა, - იტყობინება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.

19:20 ნემანია ვიდიჩმა უარი უთხრა ტრანსფერზე "სპარტაკს", "ვოლფსბურგს", "ფენერბაჰჩეს", "ოლიმპიაკოსს" და საემიროებიდან და MLS-დან შეთავაზებებს განიხილავს.

19:35 ალვარო ნეგრედო, მატია ნასტასიჩი და სკოტ სინკლერი "მანჩესტერ სიტის" ტოვებენ. ეს ფეხბურთელები გაყიდეს და ახლა ნეგრედო "ვალენსიაში" თამაშობს, ნასტასიჩი - "შალკეში", სინკლერი - "ასტონ ვილაში".

20:02 მირანდა ოფიციალურად გახდა "ინტერის" ფეხბურთელი. იტალიაში ბრაზილიელი იჯარით წავიდა.

20:19 ვიქტორ რუისმა "ვალენსიას" დატოვება გადაწყვიტა და "ვილიარეალში" გადავიდა. კონტრაქტი ოთხწლიანია.

20:34 უკვე ნახსენები აბუ დიაბი ახლოს არის MLS-ის კლუბ "დალასში" გადასვლასთან, - წერს France Football-ი.

20:43 ილქაი გიუნდოგანმა 2017 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი "დორტმუნდთან". ნახევარმცველი გაზაფხულზე უარს ამბობდა ხელშეკრულების გაგრძელებაზე, მაგრამ ტუხელთან საუბრის შემდეგ გადაიფიქრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული