13:43 06-07-2015
აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]
AutoSharing Option
ეს აშშ-ის ქალთა ნაკრებისთვის მოგებული მესამე მუნდიალია ისტორიაში. მსოფლიოს ჩემპიონი ორჯერ გერმანიის ქალთა ნაკრები გახდა.
პრაქტიკულად, მატჩის ბედი უკვე მე-16 წუთისთვის იყო გადაწყვეტილი, როდესაც ანგარიში 4:0 იყო აშშ-ის ნაკრების სასარგებლოდ. გამარჯვებულთა რიგებში ჰეთ-თრიქი კარლი ლოიდმა შეასრულა, რომელიც გერმანელ სელია სასიჩთან ერთად ტურნირის ბომბარდირი გახდა (6-6 გოლი).
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თანამემამულეებს გამარჯვება სოციალურ ქსელში მიულოცა: "ეს ამერიკის ნაკრების ბრწყინვალე გამარჯვებაა! დიდებულად ითამაშა კარლი ლოიდმა! ქვეყანა ამაყობს თქვენით! მოგებულ ჯილდოსთან ერთად გელოდებით თეთრ სახლში", - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული