ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 9 ივლისი

AutoSharing Option
13:26 დავიდე ასტორი "კალიარიდან" "ნაპოლიში" გადადის. სატრანსფერო თანხა 5,5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო ასტორის ხელფასი 900 ათასი ევროა წელიწადში.

13:36 მარკო როისმა კიდევ ერთხელ უარყო "ბარსელონას" წინადადება. მიზეზი კატალონიურ გრანდში დიდი კონკურენციაა, რომელიც გერმანელს აშინებს.

13:43 "ლე პარიზიენის" ინფორმაციით, ანხელ დი მარიას აღარ უნდა ინგლისში თამაში და არგენტინელი "პარი სენ-ჟერმენში" გადადის.

13:49: "იუვენტუსი" მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველის, მარიო გიოტცეს ტრანსფერს უმიზნებს. "ბებერი ქალბატონი" ანდრეა პირლოს შემცვლელს ეძებს.

13:56 მადრიდის "რეალის" სპონსორი კომპანია bWIN აცხადებს, რომ იკერ კასილიასი უკვე მეგობრებს უძახის
პარასკევის გაცილების ცერემონიალზე. გავრცელებული ინფორმაციით, კასილიასი "პორტუში" გადადის.

14:20 მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო მოლაპარაკებაში, რომელშიც აქამდე მხოლოდ სერხიო რამოსი და დავიდ დე ხეა მონაწილეობდნენ, მეკარე კეილორ ნავასი ჩაერთო. "სამეფო კლუბი" დე ხეას "ხურდაში" კოსტარიკელ მეკარეს იძლევა, მაგრამ "იუნაიტედი" გარიგებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდება, თუ "რეალი" მას რამოსს მიჰყიდის.

14:25 "ეკიპის" ინფორმაციით, კევინ ტრაპის აყვანის შემდეგ პსჟ-ში იტალიელი სალვატორე სირიგუ ზედმეტია, ამიტომ ის "ვალენსიაში" მიდის.

14:30 "მარკას" ინფორმაციით, ვეტერანი ურუგვაელი დიეგო ფორლანი "პენიაროლში" დაბრუნდება. ბოლო სეზონი ფორლანმა იაპონიაში გაატარა, ახლა კი ის 1,5-წლიან ხელშეკრულებას აფორმებს ურუგვაის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან.

14:40 რობინ ვან პერსიმ "ფენერბაჰჩეში" სამედიცინო შემოწმება გაიარა. "სქაის" ინფორმაციით, "ფენერი" ჰოლანდიელს 4-წლიან კონტრაქტს უფორმებს.

14:43 ჯერჯერობით დღის ყველაზე კაშკაშა ტრანსფერი - ნადირ ჩიფთჩი "დანდი იუნაიტედიდან" გლაზგოს "სელტიკში" გადავიდა.

15:12 საფრანგეთის 18-წლამდელთა ნაკრების წევრი უსმან დემბელე "რენიდან" ავსტრიულ "რედ ბულზსში" გადავა. ყველაზე საოცარი ისაა, რომ ავსტრიელებმა "რენს" "მანჩესტერ სიტიზე" უკეთესი პირობები შესთავაზეს დემბელეს სანაცვლოდ - 2,2 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები, მაშინ, როცა ფულის ქისა "სიტი" მხოლოდ 1,8 მილიონ ევროს იხდიდა.

15:25 აი, რას ამბობს ბასტიან შვაინშტაიგერის ტრანსფერთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე კარლ-ჰაინც რუმენიგე "გოლთან" ინტერვიუში: "ბასტიანს მისი შვებულების დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ შევხვდები. ვატყობ, რომ მას ხიბლავს ინგლისური წინადადება. ჯერ მოლაპარაკება არ დასრულებულა. სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტომდე ღიაა".

15:34 "იუვენტუსს" "შალკეს" მცველი მატია ნასტასიჩი მოუნდა, მაგრამ ეს ძვირი სიამოვნებაა - გერმანელებმა ახლახან გამოისყიდეს ნასტასიჩი "სიტისგან" 13 მილიონ ევროდ. ასე რომ, "იუვეს" ალტერნატიულ ვარიანტზე ფიქრი მოუწევს.

15:44 "სქაი სპორტსი" ამტკიცებს, რომ "უოტფორდი" მალე "ჰამბურგის" ნახევარმცველ ვალონ ბეჰრამის გაიფორმებს.

15:48 "სევილიას" მცველი დიოგო ფიგეირაში თბილისში ევროპის სუპერთასზე აღარ ითამაშებს - ის იჯარით იტალიურ "ჯენოაში" გადავიდა. სეზონის ბოლოს დიოგოს გამოსყიდვის ექსკლუზიური უფლება "ჯენოას" ექნება.

15:56 "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, "იუვენტუსმა" დააწესა დედლაინი პოლ პოგბას მთხოვნელებზე. ტურინელები აღარ განიხილავენ არც ერთ წინადადებას, რომლებიც პოლის შეძენაზე "ზებრების" მეილბოქსზე 31 ივლისის მერე მივა.

16:00 "ტორინოს" ფეხბურთელი მატია დარმიანი 10 ივლისს ინგლისში ჩავა სამედიცინო შემოწმების გასავლელად. "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალი ფეხბურთელი ტურინს დაემშვიდობა.

16:03 თურქული "ევროსპორტი" "სელტიკის" იონ გვიდეტის "გალათასარაის" უწინასწარმეტყველებს. ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ ახალგაზრდა შვედი შოთა არველაძეს "ტრაბზონში" უნდა.

16:10 რიკარდო კვარეჟმა "პორტუს" დაშორდა და რუსეთში მიდის სათამაშოდ. საკითხავია, "სპარტაკი" თუ "ლოკომოტივი".

16:29 კიდევ ერთი შესრულებული ტრანსფერი - "ვილიარეალმა" გაიფორმა თავისუფალი აგენტი მარიან ბარბოსა. ის ჯერ კიდევ 2005 წელს იცავდა "ყვითელი წყალქვეშა ნავის" კარს.

16:47 მადრიდის "რეალმა" 31,5 მილიონ ევროდ ნაყიდი ბრაზილიელი მცველის, დანილოს პრეზენტაცია მოაწყო. სხვათა შორის, პრეზენტაციაზე აკენწვლისას დანილოს ბურთი გაუვარდა.

17:03 "დიარიო ასი" აცხადებს, რომ "ფიორენტინას" სტეფან სავიჩს მადრიდის "ატლეტიკოში" იწვევენ.

17:22 "სევილიას" თავკაცმა უნაი ემერიმ აღნიშნა, რომ არ იტყოდა ხავიერ ერნანდესის ყიდვაზე უარს.

17:28 როგორც ჩანს, დიეგო სიმეონემ მოიფიქრა, ვინ შეცვლის მის გუნდში "ბარსელონაში" გადაბარგებულ არდა თურანს. ეს "სპორტინგის" ნახევარმცველი ჟოაო მარიოა, ახლახან ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი ახალგაზრდებს შორის.

17:49 "მანჩესტერ სიტის" ფორვარდ სტევან იოვეტიჩის აგენტი იტალიაში შეამჩნიეს. ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ იოვეტიჩი მილანის "ინტერში" გადავა.

18:21 ცნობილი გახდა, რომ ჰოლანდიის ნაკრების ახალი თავკაცის, დანი ბლინდის ასისტენტი საქვეყნოდ ცნობილი მარკო ვან ბასტენი იქნება.

18:32 ფერნანდო ლორენტე და იკერ კასილიასი შეიძლება თანაგუნდელები გახდნენ... "პორტუში". "ო ჟოგო" სწორედ ასეთი ალბათობის რეალობას ამტკიცებს.

18:43 "ვესტ ჰემის" დიაფრა საკოს "მანჩესტერ იუნაიტედში" სურს ძალების მოსინჯვა, ამტკიცებს "დეილი მეილი". ვან პერსის და ფალკაოს წასვლის შემდეგ ლუი ვან გაალის გუნდს ახალი ფორვარდი არ აწყენდა, საკომ კი გასულ სეზონში 12 გოლი გაიტანა.

19:00 ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰის ყიდვა ახლა "ინტერს" სურს.

19:12 დადასტურდა სტივენ ნზონზის ტრანსფერი "სტოკ სიტიდან" "სევილიაში". ფეხბურთელმა ანდალუსიურ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ახლა ნზონზის მსურველებს "სევილიასთვის" 30 მილიონი ევროს გადახდა მართებთ. ინგლისელებმა კი ნახევარმცველის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო მიიღეს.

19:14 "ფენერბაჰჩეს" "თვითერმა" დაადასტურა რობინ ვან პერსის ტრანსფერი.

19:31 "ვესტ ჰემში" ანჯელო ოგბონა გადადის "იუვენტუსიდან". 48 საათში ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის ლონდონურ კლუბში.

20:13 ირლანდიის ნაკრების მარადიული გოლკიპერი შეი გივენი "სტოკ სიტიში" გადავიდა. მან უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება.

20:22 ქპრ-ს ბრაზილიელი სანდრო რანიერი ვერა და ვერ იღებს ბრიტანეთში მუშაობის ისტორიას. ზუსტად ამ დროს სანდრომ "თვითერზე" დაწერა - ოდესმე, ვინმე გამაგებინებს, რა ხდება ჩემს თავს?

20:37 ახალი ცნობები ფერნანდო ლორენტეზე - "ტუტოსპორტის" მტკიცებით, ბასკი ცენტრფორვარდი "პორტუში" კი არა, არამედ "ტოტენჰემში" გადადის. ან შეიძლება "მონაკოში"...

20:51 "ნიუკასლი" ამ ზაფხულს 80 მილიონი გირვანქის დახარჯვას აპირებს. აქედან ნახევარს გუნდი ალექსანდრ მიტროვიჩისა და ჟორჟინიო ვეინალდუმის ყიდვას მოახმარს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული