სტივენ ჯერარდმა MLS-ში გოლების ანგარიში გახსნა, "ლოს ანჯელეს გელექსიმ" 5:2 მოიგო

AutoSharing Option
MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში "ლოს-ანჯელეს გელექსიმ" საკუთარ მოედანზე "სან-ხოსე ერტკვეიკსი" ანგარიშით 5:2 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ "გელექსის" მაისურით "მეიჯორ ლიგაში" ჩატარებულ სადებიუტო მატჩში გოლით გამოირჩა სტივენ ჯერარდი.

შეხვედრა "ლოს ანჯელესისთვის" არცთუ კარგად დაიწყო - უკვე პირველი ტაიმის შუაში, კვინსი ამარიკვას დუბლის გამო ორბურთიანი სხვაობით აგებდნენ. შესვენებამდე ანგარიშში სხვაობა ჯერ რობი კინმა პენალტით შეამცირა, შემდეგ კი ამერიკაში "ლივერპულიდან" ამ ზაფხულს გადაბარგებულმა ინგლისელმა ზუსტი დაარტყმით გაათანაბრა.

მეორე ტაიმში კინმა კიდევ ორჯერ გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი შეხვედრაში სებასტიან ლეტგეტმა დააფიქსირა.

22 ტურის შემდეგ "ლოს-ანჯელეს
გელექსი" MLS-ის დასავლეთ კონფერენციას 34 ქულით ლიდერობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გელექსი, რათა ახპერჯან? გალაქსი რომ თქვა ვერაა? ეს ინჩეს გელექსი სიმონ? გოიმები ხართ მაგარი.
odala
18:01 18-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული