საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: "პარი სენ-ჟერმენმა" "ბენფიკას" მოუგო

AutoSharing Option
საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ჩრდილოამერიკული ჯგუფის პირველ ტურში "პარი სენ-ჟერმენმა" ლისაბონის "ბენფიკას" ანგარიშით 3:2 მოუგო.

ტორონტოში, თბილისის დროით 19 ივლისს გამთენიისას გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი პარიზელებმა 1:2 დათმეს, თუმცა მეორე ნახევარში ლუკას მოურასა (64, პენალტით) და ლუკა დინის (79) გოლებით გამარჯვება იზეიმეს.

მანამდე პსჟ-იდან გოლი ჟან-კევინ ოგუსტენმა გაიტანა (29), "ბენფიკას" რიგებში კი ანდერსონ ტალისკა (34) და ჟონასი (42) გამოირჩნენ.

ტურნირში მომდევნო შეხვედრას "პარი სენ-ჟერმენი" 22 ივლისს, იტალიურ "ფიორენტინასთან" ჩაატარებს, რომელთანაც მოგვიანებით, 25-ში, "ბენფიკა" ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული