ტორონტოში, თბილისის დროით 19 ივლისს გამთენიისას გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი პარიზელებმა 1:2 დათმეს, თუმცა მეორე ნახევარში ლუკას მოურასა (64, პენალტით) და ლუკა დინის (79) გოლებით გამარჯვება იზეიმეს.
მანამდე პსჟ-იდან გოლი ჟან-კევინ ოგუსტენმა გაიტანა (29), "ბენფიკას" რიგებში კი ანდერსონ ტალისკა (34) და ჟონასი (42) გამოირჩნენ.
ტურნირში მომდევნო შეხვედრას "პარი სენ-ჟერმენი" 22 ივლისს, იტალიურ "ფიორენტინასთან" ჩაატარებს, რომელთანაც მოგვიანებით, 25-ში, "ბენფიკა" ითამაშებს.