ფიფას აღმასკომის სხდომაზე ზეპ ბლატერს ფული თავზე დააყარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სკანდალური გამოვიდა 20 ივლისს გამართული ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც უნდა გამოეცხადებინათ ფიფას პრეზიდენტის არჩევნების თარიღი.

მოულოდნელი შოუს ავტორი გახდა ინგლისელი კომიკოსი საიმონ ბროდკინი. მან ფიფას შტაბ-ბინაში პრესკონფერენციაზე შეაღწია.

ბროდკინმა რამდენიმე ფრაზა თქვა ორგანიზაციის მისამართით და ფულის დასტა დადო იოზეფ ბლატერის მაგიდაზე. ხოლო, როცა დაცვამ მისი დარბაზიდან გაყვანა დაიწყო, ფიფას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ფული თავზე დააყარა სიტყვებით: "ეს იმისთვის, რომ 2026-ში მუნდიალი ჩრდილოეთ კორეაში გაიმართოს".

საიმონ ბროდკინს რამდენიმე პროექტი ჰქონდა ბრიტანულ ტელევიზიებში. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გაფრენის
წინ კომიკოსმა სცადა ინგლისის ნაკრების თვითმფრინავში შეღწევა, მაგრამ პოლიციამ შეაჩერა.

ერთი წლით ადრე, საიმონი "გუდისონ პარკის" მინდორზე დაიჭირეს, როცა მან მოედანზე შეაღწია და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელებთან ერთად მოთელვა დაიწყო. ფესტივალ "გლასტონბერი-2015"-ზე ბროდკინმა შეწყვიტა კანიე ვესტის გამოსვლა.

"თავდაპირველად, აქ დასალაგებელია ყველაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევძლებთ თქვენთან ფეხბურთზე ლაპარაკს. რამდენიმე წუთში დავბრუნდები", - განაცხადა იოზეფ ბლატერმა და დატოვა აუდიტორია. გარკვეული დროის შემდეგ ღონისძიება განახლდა.

ციურიხში ბლატერი გამოვიდა ორგანიზაციის სტრუქტურის რეფორმირების წინადადებით. კერძოდ, სიახლის გეგმა შეიცავს ისეთ პუნქტებს, როგორებიცაა პუბლიკაციები პრეზიდენტისა და ფიფას აღმასკომის წევრთა ხელფასების შესახებ, აგრეთვე, ხელისუფლებაში ყოფნის ვადის შეზღუდვა (მაქსიმუმ სამ-ოთხწლიანი ვადა).

გარდა ამისა, 79 წლის ჩინოვნიკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ აპირებს მომავალ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას.

* * *
რაც შეეხება აღმასკომის სხდომის მთავარ საკითხს - გადაწყდა, რომ ფიფას პრეზიდენტის არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კანდიდატურის წამოყენების შესახებ სურვილი გამოთქვეს: დავიდ ჟინოლამ, ალი ბინ ალ-ჰუსეინმა, ჩონ მონჯუნმა, ზიკომ და მუსა ბილიტიმ.

რამდენიმე დღის წინ ესპანურმა გაზეთმა AS-მა დაწერა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი. როგორც ამბობენ, მას მხარს უჭერს ექვსი კონფედერაციიდან ოთხი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
შვეიცარიელი სიჭინავაა რა
zviadi
11:33 21-07-2015
0
სიჯინავა არა რეზი არველადზეს გავს ..რეზი
gofa
13:04 21-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული