ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 20 ივლისი

AutoSharing Option
13:28 Marca წერს, რომ "ატლეტიკომ" და "ფიორენტინამ" მოილაპარაკეს სტეფან სავიჩის ტრანსფერზე. ჩერნოგორიელისთვის მადრიდელები 12 მილიონ ევროს გადაიხდიან და მარიო სუარესს დაუმატებენ. ორივე ფეხბურთელი მალე გაივლის ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას.

13:40 "იუვენტუსი" აგრძელებს შემტევი ნახევარმცველის ძიებას. თუ გიოტცესა და ოსკარის ვარიანტები არ გამოვა, ტურინელები გადაერთვებიან იულიან დრაქსლერზე.

13:45 სხვათა შორის, დრაქსლერის გამოსასყიდი თანხაა 45 მილიონი ევრო, მაგრამ "იუვენტუსი" შეეცდება 21 წლის გერმანელის ფასის დაგდებას.

13:51 ჟოზე მოურინიო ფილიპე ლუიშის "ატლეტიკოში"
დაბრუნების შესახებ. "თუ "ატლეტიკოს" სურს ლუიში - უნდა გადაიხადოს. გაიმართება მოლაპარაკებები და თუ ფელიპე წავა, ვიპოვით მის შემცვლელს", - განაცხადა პორტუგალიელმა Chelsea TV-ის ეთერში.

13:56 შეგახსენებთ, რომ "ჩელსი" მზად არის, ლუიში მადრიდში 15 მილიონ ევროდ გაუშვას. "ატლეტიკოს" გააჩნია ბრაზილიელის გამოსყიდვის პირველადი უფლება.

14:22 Sky Sport Italia წერს, რომ ჩიჩარიტოთი დაინტერესებულია "ტოტენჰემი". ლაპარაკია 27 წლის ფორვარდის გამოსყიდვაზე და არა იჯარაზე.

14:58 ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი წერს, რომ "არსენალმა" ქარიმ ბენზემაში 45 მილიონი ევრო შესთავაზა "რეალს".

15:25 ბენჟამენ სტამბული ითამაშებს "პარი სენ-ჟერმენში". "სტამბული დღეს შეუერთდება პსჟ-ს. მას სამედიცინო შემოწმება დარჩა", - განაცხადა პარიზელთა მწვრთნელმა ლორან ბლანმა.

15:28 "ტოტენჰემი" პსჟ-ისგან მიიღებს 9 მილიონ ევროს, სტამბულის კი 5-წლიანი კონტრაქტი ერგო.

15:34 ტანკრედი პალმიერიმ დაადასტურა ინფორმაცია, რომ "რეალმა" და "დორტმუნდმა" დაიწყეს მოლაპარაკებები მარკო როისის ტრანსფერზე.

15:47 "რომას" სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ გასული უქმეები კატალონიაში გაატარა, სადაც მოელაპარაკა ადრიანოს ორწლიან კონტრაქტზე და 2.5 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასზე.

16:02 ტანკრედი პალმიერიმ დაწერა, რომ ცოტა ხნის წინ გაიმართა მოლაპარაკებები "იუვენტუსსა" და პოლ პოგბას აგენტ მინო რაიოლას შორის. ტურინელებმა ცხადად მიანიშნეს, რომ არ აპირებენ ფრანგის გაყიდვას.

16:16 იდრისა გიე "მარსელში" უნდა გადასულიყო, მაგრამ, ბოლო მომენტში, "ასტონ ვილაში" წავიდა.

16:24 დიდიე დროგბაზე დიდი მოთხოვნილებაა MLS-ში. L’Equipe-ი წერს, რომ 37 წლის ფორვარდს კონტრაქტს სთავაზობს "მონრეალ იმპეკტი". დროგბა, რომელმაც MLS-ის გამო უარი თქვა ყატარიდან შეთავაზებაზე, ნახევარ წელიწადში 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.

16:40 "ინტერი" ჩაება ფილიპე ლუიშისთვის ბრძოლაში, - წერს Corriere dello Sport-ი. უფრო ადრე, "ნერაძურიმ" მარცხი განიცადა ერვინ ზუკანოვიჩისთვის ბრძოლაში. ამ ფეხბურთელმა "სამპდორია" აირჩია.

16:53 "ბორდოს" მცველმა მარიანო ფერეირამ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა "სევილიასთან", - იტყობინება ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. მოთამაშის სანაცვლოდ "ბორდო" 3 მილიონ ევროს მიიღებს.

17:17 "ანდერლეხტის" აწ უკვე ყოფილი ფორვარდი ალექსანდრ მიტროვიჩი სამედიცინო შემოწმებას გადის "ნიუკასლში".

17:21 ანდრეს ინიესტა ვერ ჩამოყალიბდა თავის მომავალზე "ბარსელონაში", რომელთანაც 2018 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი.

"2018 წელს 34 წლის ვიქნები. მაშინ ვნახოთ, რა იქნება. ჯერჯერობით, მხოლოდ უახლოეს სეზონზე ვფიქრობ", - ამბობს ინიესტა Marca-სთან კომენტარში.

17:34 ტიაგო მოტა სიტყვიდან საქმეზე გადავიდა. იტალიელმა განაცხადა, რომ არ უნდა "პარი სენ-ჟერმენში" თამაში. Le Parisien-ის ინფორმაციით, ნახევარმცველი უარს აცხადებს ვარჯიშზე.

17:41 ლორან ბლანმა კომენტარი გაუკეთა ამ სიტუაციას. "მოტა არ ითამაშებს ამხანაგურ მატჩში. მას არ სურს პსჟ-ში თამაში, მაგრამ კლუბს არ უნდა მისი გაშვება. სიტუაცია დელიკატურია და სწრაფად უნდა გადაწყდეს", - განაცხადა ფრანგმა.

18:01 მარიო გიოტცემ არაფერი იცის "ბაიერნიდან" წასვლის შესახებ. "ამგვარ ჭორებს საფუძველი არ გააჩნია", - განაცხადა მარიომ, რომლის შეძენა უნდა "იუვენტუსს".

18:13 "ჩელსი" მზად არის, "ევერტონიდან" 26 მილიონ გირვანქად შეიძინოს სტოუნზი. ლივერპულელები 30 მილიონს ითხოვენ.

18:26 Sport Mediaset-ი წერს, რომ ტიაგო მოტამ კონტრაქტის დეტალები შეათანხმა "ატლეტიკოსთან", მაგრამ ჯერ ურთიერთობა აქვს დასალაგებელი პსჟ-სთან.

18:33 პატო შეიძლება ევროპაში დაბრუნდეს. Daily Mirror-ი წერს, რომ ბრაზილიელის მიმართ ინტერესს იჩენენ "კრისტალ პალასი" და "ვესტ ჰემი".

18:49 "ბრიუგეს" მეკარე მეტიუ რაიანი კარიერას "ვალენსიაში" გააგრძელებს. უახლოეს დღეებში, 23 წლის ავსტრალიელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, - იტყობინება Daily Mirror-ი. გარიგების თანხა 7 მილიონი ევროა.

19:05 სერხიო რომერომ განაახლა მოლაპარაკებები "რომასთან", - წერს Tuttomercatoweb-ი.

19:12 "მილანმა" წამოსწია წინადადება რომანიოლიზე. Football Italia-ს ინფორმაციით, "როსონერიმ" "რომას" 28 მილიონი ევრო შესთავაზა. ადრე რომაელები არ დააკმაყოფილა 25-მილიონიანმა წინადადებამ.

19:17 ლუის ენრიკე არ აპირებს არდა თურანის იჯარით გაშვებას - თურქი სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩება ზამთრამდე.

19:24 Sportmediaset-ი წერს, რომ შიმე ვრსალკომ სთხოვა "სასუოლოს" ხელმძღვანელობას, გაუშვას ის "ნაპოლიში". ნეაპოლელები მზად არიან, ხორვატში 10 მილიონი ევრო გადაიხადონ.

19:31 "ინტერმა" და "მანჩესტერ სიტიმ" ვერ მოილაპარაკეს იოვეტიჩის ფასზე, - წერს Gazzetta dello Sport-ი. "ნერაძურის" ჩერნოგორიელის 3 მილიონად იჯარა და შემდეგ 16 მილიონად გამოსყიდვა სურდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული