ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 21 ივლისი

AutoSharing Option
13:03 დღის პირველი ამბავი - ანხელ დი მარიას გულით სურს პსჟ-ში გადასვლა, მაგრამ მანჩესტერელები არგენტინელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვენ.

13:06 სერხიო რომერო, რომელმაც "სამპდორია" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, "მანჩესტერში" ვიქტორ ვალდესს შეცვლის.

13:08 ალეშანდრო პატოს თქმით, მისით ინგლისში დაინტერესდნენ. კერძოდ, ბრაზილიელი ფორვარდი "კრისტალ პალასს" და "ვესტ ჰემს" სურთ.

13:17 ალექსანდრ მიტროვიჩის პრეზენტაციის პირველი ფოტოები ვრცელდება "სენტ ჯეიმს პარკიდან".

13:32 ოფიციალურია - ბენჯამინ სტამბული პსჟ-ის წევრია.

13:35 "კიკერი" წერს, რომ ჩარლეს არანგისი შესაძლოა, "ლევერკუზენში" აღმოჩნდეს. "ბაიერი" სამხრეთამერიკულ ბაზარზე კარგად მუშაობს
და ჩილელის ტრანსფერიც რეალური ჩანს.

13:47 ლუი ვან გაალმა ირიბად დაადასტურა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" სერხიო რამოსის ტრანსფერზე მუშაობს.

13:54 Football Tweet-ი წერს: "10 წლის წინათ 32 მილიონი გირვანქა რონალდინიოს გაყიდინებდათ, ახლა კი... ვინ არის ეს საერთოდ?" - ფოტოზე მარჯვნივ კრისტიან ბენტეკეა.

13:59 "ლივერპულ ექო" წერს, რომ "რეალი" ჯაბნის "ლივერპულს" მარკო როისისთვის ბრძოლაში.

14:03 Mirror-ი წერს, რომ თომას მიულერის შესაძლო ტრანსფერი 70 მილიონად "მანჩესტერ იუნაიტედში" ჭორია, "იუნაიტედს" არც კი გაუფიქრებია მიულერის შეძენა.

14:08 "ელ მუნდო დეპორტივო" ამტკიცებს, რომ ვიქტორ ვალდესი "სიეტლში" გადადის.

14:18 "სქაის" ინფორმაციით, ფილიპე ლუიში სამედიცინო შემოწმებას "ატლეტიკოში" გაივლის. ტრანსფერი 16 მილიონ ევროდ ფასდება.

14:24 ვოიცეხ შჩესნიმ "ინსტაგრამზე" "რომა", ფრანჩესკო ტოტი და ალესანდრო ფლორენცი მოიწონა. ეს რაღაცას უნდა ნიშნავდეს.

14:25 Mirror-ი აქვეყნებს იმ კლუბების სიას, სადაც შეიძლება გადავიდეს "ლივერპულის" ფორვარდი რიკი ლამბერტი: "ნორვიჩი", "ვესტ ჰემი", "ბორნმუთი" და "ასტონ ვილა".

14:29 გრძელდება საგა, რომლის მთავარი გმირი ქარიმ ბენზემა "არსენალში" გადადის. "სქაი" წერს, რომ "რეალი" "მეთოფეების" მიერ შემოთავაზებულ 45 მილიონ ევროს უარობს.

14:36 "ვესტ ჰემმა" არგენტინელი საემიროებში გამოჩხრიკა, ლონდონელები მალე მანუელ ლანსინის დაიბევებენ.

14:43 Football Italia წერს, რომ ვალტერ ძენგა, ალბათ, დათანხმდება ანტონიო კასანოს "სამპდორიაში" გადასვლას.

15:03 "დერბის" მცველი რაულ ალბენტოსა "მალაგაში" გადავიდა.

15:08 დანიელე რუგანი ტურინის "იუვენტუსში" გადავიდა. ამის შესახებ ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა. "იუვე" ბავშვობიდან მიყვარს, მამაჩემი თავგადაკლული ფანატია. აქ მოხვედრა ჩემთვის ოცნების ასრულებაა", - განაცხადა "ემპოლის" ყოფილმა მცველმა.

15:13 პორტუგალიელი რიკარდო კვარეჟმა "ბეშიქთაშში" ბრუნდება. ამის შესახებ "ბეშიქთაშის" ოფიციალური "ტვიტერი" წერს.

16:07 ნახევარმცველი პეტრ ტროხოვსკი, რომელსაც გასული სეზონი გაუცდა, "აუგსბურგში" გადადის. მან გაიარა სამედიცინო შემოწმება და 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

16:10 ხულიო რეიას ტრანსფერი "დეპორტივოში" საოცარი მიზეზით ჩაიშალა. აღმოჩნდა, რომ რეიას 2012 წელს დაუწერია შეურაცხმყოფელი სიტყვები "დეპორტივოს" ფანებზე.

16:17 "ევროსპორტი" წერს, რომ ფრანგი მატიო ფლამინი "გალათასარაიში" გადასვლასთან არის ახლოს.

16:47 ჟურნალისტმა ჯალუკა დი მარციომ დაწერა, რომ ამ წუთებში კრისტიან ბენტეკე სამედიცინო შემოწმებას გადის "ლივერპულში".

16:53 "სპორტმა" დაწერა, რომ კრიშტიანო რონალდო "რეალის" ვარჯიშს ბოიკოტს უცხადებს, ხოლო ბრიტანული "მეტრო" გვაუწყებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" პორტუგალიელში 95 მილიონ ევროს გადაიხდის.

17:00 ნოლან რუ "ლილიდან" "სენტ ეტიენში" გადაბარგდა. ტრანსფერი ოფიციალურია.

17:12 "დეილი ექსპრესი" წერს, რომ ჟოაო მოუტინიო "მონაკოდან" "არსენალში" გადასვლას დათანხმდა. "მეთოფეები" მას კვირაში 150 ათას ევროს სთავაზობენ.

17:49 "გაზეტა დელო სპორტი" წერს, რომ "იუვემ" დაიწყო მოლაპარაკება იულიან დრაქსლერის ტრანსფერის თაობაზე. "ბილდი" წერს, რომ დრაქსლერი სულ მცირე, 45 მილიონი ევრო ღირს.

18:20 Tutto Mercato-მ გამოაცხადა, რომ მოჰამედ სალაჰი კარიერას "რომაში" გააგრძელებს. "მგლები" მის სანაცვლოდ "ჩელსის" 25 მილიონ ევროს გადაუხდიან.

18:26 "ვოლფსბურგი" წლეულს კევინ დე ბრუინის გაყიდვას არ აპირებს.

18:39 ერთ-ერთი იტალიური რადიო აცხადებს, რომ ხოსე კალეხონმა შეიძლება დატოვოს "ნაპოლის" რიგები. ესპანელი "არსენალს" სურს.

18:02 "ნაპოლიმ" "უდინეზეს" ალანი 12 მილიონ ევროდ იყიდა.

19:04 ალმენ აბდიმ "უოტფორდთან" ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

19:07 18 წლის ჯოშუა ონომამ "ტოტენჰემთან" 2019 წლამდე გააგრძელა ურთიერთობა.

19:49 "ვალენსიამ" "ბრიუგედან" მეკარე მეტიუ რაიანი გადაიყვანა. კონტრაქტი 6-წლიანია.

20:05 "ჩელსის" პატრიკ ბემფორდი უკვე "კრისტალ პალასის" წევრია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული