საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: ლონდონის "ჩელსი" "რედ ბულზთან" დამარცხდა

AutoSharing Option
სეზონისწინა საზაფხულო ტურნირის, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ჩრდილოამერიკულ ჯგუფში პირველი ტურის ერთი მატჩი გაიმართა.

თბილისის დროით 23 ივლისს, გამთენიისას, "რედ ბულ არენაზე" გამართულ შეხვედრაში "ნიუ იორკ რედ ბულზი" ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდა. უხვგოლიან შეხვედრაში გამარჯვება ამერიკულ გუნდს დარჩა - 4:2.

ანგარიში 27-ე წუთზე ლოიკ რემიმ გახსნა და ტაიმიც ჟოზე მოურინიოს გუნდმა მოიგო, თუმცა მეორე ტაიმში ლონდონელთა კარში ერთმანეთის მიყოლებით გაიტანეს ფრენკლინ კასტელანოსმა (51), ტაილერ ადამსმა (70) და შონ დევისმა (73). მართალია, ედენ აზარმა (75) სხვაობა მალევე შეამცირა, მაგრამ ორ წუთში იმავე დევისმა
დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მომდევნო შეხვედრას ინგლისის ჩემპიონები 27 ივლისს, "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ გამართავენ. იმავე დღეს "რედ ბულზი" პორტუგალიურ "ბენფიკას" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული