აუდის თასი 2015: ბეილმა ყოფილ გუნდს გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მიუნხენი მეოთხედ მასპინძლობს "აუდის თასს", ოთხთა ტურნირს, რომელიც ორი დღის განმავლობაში იმართება. წლეულს შეჯიბრებაში მასპინძელი "ბაიერნი", მადრიდის "რეალი", "მილანი" და "ტოტენჰემი" მონაწილეობენ.

პირველ ნახევარფინალურ მატჩში რაფაელ ბენიტესის "სამეფო კლუბმა" 2:0 მოუგო "ტოტენჰემს" და ფინალში გააღწია. გოლები ტაიმებში ხამეს როდრიგესმა და გარეთ ბეილმა გაიტანეს. ესპანურმა გრანდმა ქარიმ ბენზემასა და კრიშტიანო რონალდოს გარეშე შეძლო გამარჯვება.

გარეთ ბეილს შეტევის ხაზში ვარსკვლავური ტრიოდან მარტოს უწევდა ბრძოლა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, ბენზემასა და რონალდოს ნაცვლად, მას პარტნიორობას ხამესი და ხესე უწევდნენ. ბენზემას არყოფნის მიზეზი ტრავმაა, თუმცა
ფრანგის არყოფნამ კიდევ უფრო გააძლიერა ხმები, რომელთა მიხედვითაც, ის "არსენალში" გადადის. თამაშამდე ბევრს ლაპარაკობდნენ, თუ როგორ შეხვდებოდა "ალიანც არენა" ტონი კროოსს, ვერ გამოიცნეს - "ბაიერნის" ყოფილ ფეხბურთელს გერმანელი ფანები აპლოდისმენტებით დახვდნენ.

ანგარიში ისკოსა და ხამესის მონდომებით გაიხსნა, ისკომ ბურთი მიიღო, დაელოდა კოლუმბიელის მოძრაობას და ჩაუწოდა მას, ხამესის თავური კი ახლო მანძილიდან უნაკლო იყო. 79-ე წუთზე ბეილმა ყოფილ გუნდს გაუტანა - უელსელმა სისწრაფეში დაჯაბნა ვერტონგენი და ცაციით ყუმბარისებურად დაარტყა საჯარიმოს გარედან. ბუნებრივია, ბეილს გოლი არ უზეიმია.

საერთოდ, "რეალის" უპირატესობა აშკარა იყო და ეს პირველ ტაიმში უფრო იგრძნობოდა.

რეალი-ტოტენჰემი 2:0
გოლები: 1:0 ხ. როდრიგესი (36), 2:0 ბეილი (79)
რეალი (4-3-3): კასილია - დანილო, ვარანი, ს. რამოსი (69. ნაჩო), მარსელო (59. არბელოა) - მოდრიჩი (60. ილიარამენდი), კროოსი (46. კასემირო), ისკო (68. ასენსიო) - ხ. როდრიგესი (46. ლ. ვასკესი), ხესე (61. ჩერიშევი), ბეილი (82. ბ. გარსია)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ვორმი - უოლკერი, ალდერვეირელდი (46. ვერტონგენი), ვიმერი (46. შადლი), როუზი - დაიერი, ალი (69. კეროლი) - ლამელა (46. ბენტალები), ერიქსენი (69. ვინკსი), დემბელე - კეინი (86. ონომა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული