შესაძლოა, იოზეფ ბლატერის წინააღმდეგ საქმე აღიძრას

AutoSharing Option
ფიფას მოქმედი პრეზიდენტის, იოზეფ ბლატერის წინააღმდეგ, შესაძლოა, საქმე აღიძრას.

ბლატერი მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების ბილეთების გაყიდვაზე უფლებების განაწილების საქმეზე თანამდებობის ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ გამოცემა L'Equipe-ი იუწყება.

წყაროს ცნობით, ბლატერმა ბილეთების გაყიდვაზე უფლებების განაწილებისას უპირატესობა იმ კომპანიას მიანიჭა, რომლის აქციონერი მისი ნათესავი ფილიპ ბლატერია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული ტენდერი არ გამართულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული