შესაძლოა, იურგენ კლინსმანი აშშ-ის ნაკრებიდან დაითხოვონ

AutoSharing Option
გერმანული მედიის ცნობით, აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იურგენ კლინსმანი, შესაძლოა, თანამდებობიდან გაათავისუფლონ. 10 ოქტომბერს ამერიკელთა გუნდმა მექსიკასთან წააგო (2:3) და ამით კონფედერაციათა თასი 2017-ზე მოხვედრის შანსი დაკარგა. სწორედ ეს შეიძლება გახდეს გერმანელი სპეციალისტის დათხოვნის მიზეზი.

ტურნირი, რომელშიც მსოფლიოს 8 ქვეყნის ნაკრები ითამაშებს, რუსეთში გაიმართება.

კლინსმანმა აშშ-ის ნაკრები 2011 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ამერიკელები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე 1/8-ფინალში გავიდნენ, სადაც ბელგიასთან დამარცხდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული