საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხაელ სკიბე იქნება

AutoSharing Option
საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების ახალი თავკაცი გერმანელი სპეციალისტი მიხაელ სკიბე იქნება. 50 წლის სკიბეს საბერძნეთის ნაკრებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის განმავლობაში ანდობენ, ხოლო თუ გუნდი მისი თავკაცობით რუსეთის საგზურს მოიპოვებს, კონტრაქტი ავტომატურად მუნდიალის დასრულებამდე გაგრძელდება.

დორტმუნდის "ბორუსიის" ექსთავკაცი ბოლოს თურქული "ესკიშეჰირსფორის" მწვრთნელი იყო. საბერძნეთის ნაკრები ივლისში დარჩა უმწვრთნელოდ, მას მერე, რაც მოტივაციადაკარგული გუნდი ურუგვაელმა სერხიო მარკარიანმა მიატოვა.

ევრო 2016-ის ბოლო მატჩებში მწვრთნელის მოვალეობას კოსტას ცანასი ასრულებდა. შეგახსენებთ, რომ სანამ მარკარიანს დანიშნავდნენ, საბერძნეთის ნაკრების
მწვრთნელობის მთავარი ფავორიტი თემურ ქეცბაია იყო. ნაკრებმა ევროშესარჩევი ჯგუფში უკანასკნელ ადგილზე დაასრულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული