რობინ ვან პერსიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ჰოლანდიელმა ფორვარდმა რობინ ვან პერსიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

თურქული "ფენერბაჰჩეს" ფორვარდს სანაკრებო დებიუტი 2006 წლის 4 ივნისს, საშინაო შეხვედრაში რუმინეთის წინააღმდეგ ჰქონდა. მაშინ ჰოლანდიელთა მთავარი მწვრთნელი მარკო ვან ბასტენი იყო.

32 წლის ჰოლანდიელმა მონაწილეობა მიიღო 2006, 2010 და 2014 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ასევე, 2008 და 2012 წლების ევროპის ჩემპიონატებზე.

რობინ ვან პერსიმ 101 შეხვედრაში 50 გოლის გატანა მოახერხა და ამ შედეგით ჰოლანდიის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად ითვლება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეე ცოტა კიდე გეტამასჰა რა მოხდებოდა ჯერ 32 წლის ხარ
on air
16:06 02-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული