ინგლისი-საფრანგეთის ამხანაგური მატჩი შესაძლოა მაინც ჩატარდეს

AutoSharing Option
13 ნოემბერს საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტების სერიის შემდეგ, საფრანგეთის და ინგლისის ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართი ამხანაგური შეხვედრის გადადების შესახებ გაჩნდა ინფორმაცია.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

საბოლოო გადაწყვეტილებას შეხვედრის ჩატარების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი მიიღებენ, რომლებსაც კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის და საფრანგეთის ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს "უეიმბლიზე" უნდა ჩატარდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული