სუარესის ჰეთ-თრიქით "ბარსელონა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 17 დეკემბერს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში კატალონიის "ბარსელონა" ჩინურ "გუანჯოუს" დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ჰეთ-თრიქი ლუის სუარესმა შეასრულა. ურუგვაელმა თავი 39-ე, 50-ე და 67-ე წუთებზე გამოიჩინა.

შეუძლოდ ყოფნის გამო "ბარსელონას" ვერ დაეხმარა გუნდის არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი, ბრაზილიელმა ნეიმარმა კი ვარჯიში ახლახან განაახლა და ლუის ენრიკემ მისი თამაში ფინალისთვის გადადო.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, რომელსაც იაპონიის ქალაქი იოკოჰამა 20 დეკემბერს უმასპინძლებს, კატალონიელები არგენტინულ "რივერ პლეიტს" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული