ვლადიმირ პუტინი: იოზეფ ბლატერს ნობელის პრემია ეკუთვნის

AutoSharing Option
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ფიფაში კორუფციასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

"იოზეფ ბლატერი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, რომელმაც ფეხბურთის განვითარებისთვის ბევრი გააკეთა. სწორედ მას ეკუთვნის ნობელის პრემია!

ჩვენ ერთი რამ ვიცით: მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სამართლიან ბრძოლაში მოვიპოვეთ. მაშინ პრემიერ-მინისტრი ვიყავი, ჩემს საქმეებს გვერდით ვდებდი და ფიფას წარმომადგენლებს ვხვდებოდი. მათ ქვეყანას ვათვალიერებინებდი და ვარწმუნებდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი სპორტის განვითარებისთვის.

გამოძიება გვანახებს, ვინ რაშია დამნაშავე", - თქვა პუტინმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული