"იოზეფ ბლატერი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, რომელმაც ფეხბურთის განვითარებისთვის ბევრი გააკეთა. სწორედ მას ეკუთვნის ნობელის პრემია!
ჩვენ ერთი რამ ვიცით: მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სამართლიან ბრძოლაში მოვიპოვეთ. მაშინ პრემიერ-მინისტრი ვიყავი, ჩემს საქმეებს გვერდით ვდებდი და ფიფას წარმომადგენლებს ვხვდებოდი. მათ ქვეყანას ვათვალიერებინებდი და ვარწმუნებდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი სპორტის განვითარებისთვის.
გამოძიება გვანახებს, ვინ რაშია დამნაშავე", - თქვა პუტინმა.