მე დავასრულე - ზეპ ბლატერმა ფეხბურთიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საფეხბურთო საქმიანობას რვა წლით ჩამოაშორეს, The Wall Street Journal-თან ინტერვიუში ფეხბურთიდან სრულებით წასვლის შესახებ გამოაცხადა.

"მე დავასრულე საქმიანობა ფეხბურთში. ჩვენი ორგანიზაციისადმი ნდობა 27 მაისს დავკარგე, როდესაც მის საქმიანობაში ამერიკის სამართალდამცველი ორგანოები ჩაერივნენ და ჩვენი ფედერაცია მაფიოზურ სტრუქტურად წარმოაჩინეს", - თქვა 79 წლის შვეიცარიელმა.

ბლატერი ფიფას პრეზიდენტად პირველად 1998 წელს აირჩიეს. 2002, 2007, 2011 და 2015 წლების არჩევნებში კი მას ნდობა კვლავ გამოუცხადეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული