"მე დავასრულე საქმიანობა ფეხბურთში. ჩვენი ორგანიზაციისადმი ნდობა 27 მაისს დავკარგე, როდესაც მის საქმიანობაში ამერიკის სამართალდამცველი ორგანოები ჩაერივნენ და ჩვენი ფედერაცია მაფიოზურ სტრუქტურად წარმოაჩინეს", - თქვა 79 წლის შვეიცარიელმა.
ბლატერი ფიფას პრეზიდენტად პირველად 1998 წელს აირჩიეს. 2002, 2007, 2011 და 2015 წლების არჩევნებში კი მას ნდობა კვლავ გამოუცხადეს.